მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარჯანიშვილის თეატრი 98-ე სეზონს პრემიერით ხურავს, თეატრის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი
მარჯანიშვილის თეატრი 98-ე სეზონს პრემიერით ხურავს, თეატრის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი

მარჯანიშვილის თეატრი 98-ე სეზონს პრემიერით ხურავს, თეატრის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი

BM.GE7 ივლისი, 2026, 15:23|bm.ge

მარჯანიშვილის თეატრი 98-ე შემოქმედებით სეზონს პრემიერით ასრულებს. ბაზისბანკის მხარდამჭერით, 9 და 10 ივლისს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „გონების თამაშების“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია დავით ჭახრაკია, ხოლო მთავარ როლებს მსახიობები: პაატა პაპუაშვილი, ნანკა გვარიშვილი, ჯაბა კილაძე, ეკატერინე მჟავანაძე, ბესო ბარათაშვილი და სხვები ასრულებენ.

„გონების თამაშები“ თანამედროვე საზოგადოების მწვავე და აქტუალური პრობლემების ერთგვარი ანარეკლია — სპექტაკლი ირონიითა და დრამატიზმით გვიჩვენებს იმ მანკიერ წრეს, რომელშიც ხშირად ვტრიალებთ:

„ერთმანეთს ვაქებთ და მერე, ზურგს უკან ვაგინებთ, ერთი სული გვაქვს ვინმეს ფეხი დაუცდეს. სოციალურ ქსელებში ვბლოკავთ ერთმანეთს, შეხვედრისას კი კეთილი ნაცნობებივით ვესალმებით. ერთმანეთი გვძულს და ვამბობთ, რომ ვგიჟდებით ერთმანეთზე. ზიზღში ვეჯიბრებით ერთმანეთს. სამი კაცი ტაშს დაგვიკრავს და გვგონია, რომ მთელი ქვეყანა ჩვენია. მოჯადოებულ წრეზე დავრბივართ... თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მინდოდა, რომ ამ „საქართველოს“ ნაწილი გავმხდარიყავი და მეთქვა, მეყვირა, რომ საქართველოში იბადებოდნენ და არასდროს წუხდნენ ამაზე.“

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურისა და ხელოვნების აქტიური ქომაგი, წლებია მხარს უჭერს მარჯანიშვილის თეატრს, რაც ხელს უწყობს თეატრალური ხელოვნების განვითარებას და მაყურებლისთვის გამორჩეული, მაღალმხატვრული პროექტების შეთავაზებას. სეზონის ბოლო და საინტერესო პრემიერაც სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

სპექტაკლის ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი მისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიიმედი
  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE