მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არის და რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?
ვინ არის და რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?

ვინ არის და რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 20:28|bm.ge

დღეს, 14 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი გახდა.

ბარათაშვილს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2020-2021 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში ასევე იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი და სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2021 წლიდან კი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

მას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერიის მიმართულება. 1996 – 2000 წლებში კი სწავლობდა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში.

რაც შეეხება ქონებრივ მდგომარეობას, ბარათაშვილს ბოლოს დეკლარაცია 2026 წლის თებერვალში აქვს შევსებული, რომელიც თავის მხრივ 2025 წლის მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, ბარათაშვილი ფლობს 1550 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ბოლნისში.

მისი ცოლი თამარა ქვარცხავას საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა, სოფელ თხინვალაში. მიწის ნაკვეთის ფართობია 735 კვ.მ-ს შეადგენს. ბარათაშვილი ასევე არის "ლიბერთი ბანკის" აქციონერი, რომელიც 1994 წელს შეიძინა. აქციების ჯამური რაოდენობა 88 500-ია. მისი ცოლი ასევე არის შპს ქვარცის მფლობელი, თუმცა დეკლარაციის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი არ უფიქსირდება.

გასულ წელს მამუკა ბარათაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე 101 615 ლარი მიიღო ხელფასის სახით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზერუსთავი 2
  • ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებსტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

ბირჟაზე გაზის ფასი 200%-ით გაიზარდა

ბირჟაზე გაზის ფასი 200%-ით გაიზარდა

BM.GE

„კერძო სკოლას ჰქონდა თავისი უპირატესობები“ - კობახიძე განმარტავს, რატომ დაჰყავს შვილები კერძო სკოლაში

„კერძო სკოლას ჰქონდა თავისი უპირატესობები“ - კობახიძე განმარტავს, რატომ დაჰყავს შვილები კერძო სკოლაში

BM.GE

ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები

ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები

BM.GE

"ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა

"ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა

BM.GE