მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარტა კოსის თქმით, კანდიდატმა ქვეყნებმა MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ
მარტა კოსის თქმით, კანდიდატმა ქვეყნებმა MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ

მარტა კოსის თქმით, კანდიდატმა ქვეყნებმა MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 23:10|bm.ge

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

„ჩვენ არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ, რაც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა მარტა კოსმა ბრიუსელში, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

მან თქვა, რომ „ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები გვყავს“. კითხვაზე, თუ ვინ არიან ეს მოწინააღმდეგეები კოსმა უპასუხა, რომ რუსეთი ერთ-ერთი მათგანია.

„თუმცა ევროკავშირი ზეწოლას დასავლეთისგანაც გრძნობს. MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, თითქოს ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაცემის გზაზეა და რომ ჩვენ არასწორი დემოკრატია გვაქვს“, - განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა აუკრძალო.

"მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას", - განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მოგების მარჟის 5.4%-დან 4%-მდე შემცირება ქსელური მარკეტებისთვის "დანის პირზე სიარულია"|ინტერვიუ

"მოგების მარჟის 5.4%-დან 4%-მდე შემცირება ქსელური მარკეტებისთვის "დანის პირზე სიარულია"|ინტერვიუ

BM.GE

Airbnb მოგზაურებს, შვებულების დროს ძლიერი წვიმის გამო, კომპენსაციას გადაუხდის

Airbnb მოგზაურებს, შვებულების დროს ძლიერი წვიმის გამო, კომპენსაციას გადაუხდის

BM.GE

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე

BM.GE

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE