მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარტში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა საწვავზე $5.06 მლრდ დახარჯეს - ზრდა 56%-ია
მარტში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა საწვავზე $5.06 მლრდ დახარჯეს - ზრდა 56%-ია

მარტში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა საწვავზე $5.06 მლრდ დახარჯეს - ზრდა 56%-ია

BM.GE9 მაისი, 2026, 17:30|bm.ge

აშშ-ის ძირითადმა სამგზავრო ავიაკომპანიებმა მარტში ავიასაწვავზე 5 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც 1.8 მილიარდი დოლარით, ანუ 56%-ით აღემატება თებერვლის ხარჯებს - ამის შესახებ აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა.

მარტში საწვავის ფასმა გალონზე 3.13 დოლარი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 74 ცენტით, ანუ 31%-ით მეტია. მარტში საწვავის მოხმარება 20%-ით გაიზარდა - დასძინა USDOT-მა.

ირანთან აშშ-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხებამ გლობალური ნავთობის ბაზრები შეარყია. ავიასაწვავის ფასების ნახტომმა საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიაში COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი შექმნა.

ავიაკომპანიებმა 2025 წლის მარტში საწვავზე 3.88 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც ბევრად ჩამორჩება მიმდინარე წლის მარტის მაჩვენებელს - 5.06 მილიარდ დოლარს.

მსხვილმა ამერიკულმა გადამზიდავებმა ავიაბილეთები და ბარგის ტარიფები გააძვირეს, გააუქმეს ზოგიერთი მარშრუტი და შეამცირეს სხვა ხარჯები. საწვავზე ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯების მეოთხედამდე მოდის.

ულტრა-დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Spirit Airlines-მა, რომელმაც ოპერირება შეწყვიტა, ამ კვირაში განაცხადა, რომ მარტსა და აპრილში საწვავის დამატებითი ხარჯების სახით 100 მილიონი დოლარი გადაიხადა. მან სწორედ საწვავის გაძვირება დაასახელა მიზეზად, რის გამოც მისი რესტრუქტურიზაციის გეგმა ჩავარდა და იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა.

"საწვავის მაღალი ფასებით ყველა ავიაკომპანია იტანჯება", - განუცხადა Southwest Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ ჯორდანმა Reuters-ს გასულ კვირას.

დაბალბიუჯეტიანმა გადამზიდავებმა გასულ თვეში საწვავის გაზრდილი ხარჯების დასაფარად USDOT-ს 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამთავრობო ფინანსური დახმარება სთხოვეს. თუმცა, ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე“ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE