მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარტში ბათუმში $81 მილიონის 1 227 ბინა გაიყიდა - გაიზარდა ფასი და რეალიზებული ბინების რაოდენობა
მარტში ბათუმში $81 მილიონის 1 227 ბინა გაიყიდა - გაიზარდა ფასი და რეალიზებული ბინების რაოდენობა

მარტში ბათუმში $81 მილიონის 1 227 ბინა გაიყიდა - გაიზარდა ფასი და რეალიზებული ბინების რაოდენობა

BM.GE28 აპრილი, 2026, 23:05|bm.ge

უძრავი ქონების სააგენტოს, Colliers-ის Recov პორტალის თანახმად, 2026 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და 1,227 ერთეული შეადგინა. ამასთან, რეალიზებული ბინების და სახლების ჯამური ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.4%-ით, 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ბათუმში 2026 წლის მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,302 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 8.6%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 7.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება იპოთეკურ დაკრედიტებას, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მარტში აჭარაში არსებულ უძრავ ქონებაზე სულ 52.1 მილიონი ლარის ღირებულების 595 ერთეული იპოთეკური სესხი გაიცა. რაოდენობრივად დაკრედიტება 21.7%-ით, ღირებულების მიხედვით კი 16.7%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE