მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარტში ქართული ბანკების დაკრედიტება ₾1.7 მილიარდით გაიზარდა
მარტში ქართული ბანკების დაკრედიტება ₾1.7 მილიარდით გაიზარდა

მარტში ქართული ბანკების დაკრედიტება ₾1.7 მილიარდით გაიზარდა

BM.GE28 აპრილი, 2026, 17:13|bm.ge

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, 2026 წლის მარტის ბოლოსათვის 72.74 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.68 მილიარდი ლარით (2.37%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.35% -ით მეტი).

ეროვნული ბანკის თანახმად, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.94% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 775.38 მლნ ლარით (1.89%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 907.04 მლნ ლარით (3.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.99%-ით).

ამასთან, სებ-ის თანახმად ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.51% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.27 პროცენტული პუნქტით.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.53%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.04 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.60%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.51 %-ით მეტი).

2026 წლის მარტის განმავლობაში 1.68%-ით, ანუ 624.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 37.79 მილიარდი ლარი შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE