მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მასაჟის სალონები პროსტიტუციის შესანიღბად - ბრალდება საქართველოს და ჩინეთის 14 მოქალაქეს წარედგინა
მასაჟის სალონები პროსტიტუციის შესანიღბად - ბრალდება საქართველოს და ჩინეთის 14 მოქალაქეს წარედგინა

მასაჟის სალონები პროსტიტუციის შესანიღბად - ბრალდება საქართველოს და ჩინეთის 14 მოქალაქეს წარედგინა

BM.GE20 ივნისი, 2026, 16:53|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ.

"ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევენ კლიენტებს, თანხის დიდ ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორები იღებდნენ, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება",- აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანთან შეთანხმების ფონზე, აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის ვადა აღარ გაახანგრძლივა

ირანთან შეთანხმების ფონზე, აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების გამონაკლისის ვადა აღარ გაახანგრძლივა

BM.GE

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE

გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება

გურჯაანში ახტალის პარკის პროექტირება იწყება

BM.GE

თბილისში 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი ბინები რამდენიმე თვეში გადაეცემა - სამინისტრო

თბილისში 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი ბინები რამდენიმე თვეში გადაეცემა - სამინისტრო

BM.GE