მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მასკმა Anthropic-ის კონკურენტი პროგრამული AI წარადგინა - რა გამოარჩევს Grok 4.5-ს?
მასკმა Anthropic-ის კონკურენტი პროგრამული AI წარადგინა - რა გამოარჩევს Grok 4.5-ს?

მასკმა Anthropic-ის კონკურენტი პროგრამული AI წარადგინა - რა გამოარჩევს Grok 4.5-ს?

BM.GE10 ივლისი, 2026, 00:20|bm.ge

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ტექნოლოგიურმა კომპანია SpaceX-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი თაობის სისტემა Grok 4.5 საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. როგორც ირკვევა, ეს მოდელი პროგრამული საკითხების გადაჭრისა და რთული საინჟინრო ამოცანების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ის, მეტწილად, კოდის დაწერით დაინტერესებულ სპეციალისტებზე იქნება მორგებული.

საყურადღებოა, რომ ახალი ალგორითმი ათიათასობით NVIDIA-ს ვიდეობარათზე გაწვრთნეს, რამაც სისტემის ანალიტიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა. ჩატარებული ტესტირების გამოქვეყნებული შედეგები ახალი მოდელის მაღალ ეფექტიანობაზე მიუთითებს. შემქმნელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისტემამ ჩამოიტოვა ბაზარზე არსებული მეტოქე კომპანიების ისეთი პროდუქტები, როგორებიც Opus 4.8-ი და GLM 5.2-ია.

პროგრამული ინჟინერიის სტანდარტულ ტესტებში Grok 4.5-მა დავალებები გაცილებით სწრაფად შეასრულა და Opus 4.8-თან შედარებით თითქმის ოთხჯერ ნაკლები ტოკენი დახარჯა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1 მილიონი შემავალი ტოკენის ფასი $2 იქნება. 1 მილიონი ტოკენის გენერირების ღირებულება კი $6-ით იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესს, ახალ ალგორითმს წამში 80 ტოკენის გენერირება შეუძლია. ამას გარდა, ის Grok Build-ის სისტემაში მთავარ მოდელად გამოცხადდა. მომხმარებლებს მისი ინტეგრირება პირდაპირ Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის პროგრამებშიც შეუძლიათ. ეს ნაბიჯი საოფისე დოკუმენტების დამოუკიდებლად დამუშავებასა და მონაცემთა ავტომატურ ანალიზს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

ცნობისთვის, Grok-ის უახლესი მოდელი SpaceX-მა კოდის წერაზე ორიენტირებულ სტარტაპ Cursor-თან ერთად შექმნა. ეს ის კომპანიაა, რომელიც საფონდო ბირჟაზე გამოსვლიდან მალევე ილონ მასკმა $60 მილიარდად შეიძინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

BM.GE