მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Mastercard-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციების ფასი შემცირდა
Mastercard-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციების ფასი შემცირდა

Mastercard-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციების ფასი შემცირდა

BM.GE1 მაისი, 2026, 23:20|bm.ge

ონლაინ გადახდების ამერიკულმა გიგანტმა, Mastercard-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლებით მან ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, კომპანიის შემოსავალმა 8.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 16%-ით აღემატება. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ამ მხრივ 3.9 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. შედეგად, კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 4.60 დოლარს მიაღწია და გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $4.44 დოლარს.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, Mastercard-ის გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ კვარტალში 2.7 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებს. პარალელურად, ქვეყნებს შორის ოპერაციების მოცულობა 13%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 22%-ით გაუმჯობესდა შემოსავალი ტრადიციული მომსახურების პარალელურად არსებული შეთავაზებების კუთხით.

რაც შეეხება საოპერაციო მარჟას, კორექტირებულმა მაჩვენებელმა 60.8% შეადგინა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კორპორაცია ბოლო 3 თვეში რესტრუქტურიზაციის პროცესზე 202 მილიონი დოლარის ხარჯის გაწევა მოუწია.

ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა, მაიკლ მიბახმა ინვესტორებთან ისაუბრა და დივერსიფიკაციისა თუ ციფრული გადახდების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ მხრივ Mastercard-ი აქტიურად ნერგავს Mastercard Agent Pay სისტემას და BVNK-ის შეძენის გზით სტეიბლკოინების გამოყენების შესაძლებლობის გაფართოებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ Mastercard-ი გლობალურ საგადახდო ინდუსტრიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ მოთამაშედ მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE