მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მაწვნის, ომბალოსა და აჯიკის ნაყინი აჭარიდან - რატომ თქვა უარი სტარტაპმა ქართულ ქსელებზე და როგორ გეგმავს მადრიდში გასვლას
მაწვნის, ომბალოსა და აჯიკის ნაყინი აჭარიდან - რატომ თქვა უარი სტარტაპმა ქართულ ქსელებზე და როგორ გეგმავს მადრიდში გასვლას

მაწვნის, ომბალოსა და აჯიკის ნაყინი აჭარიდან - რატომ თქვა უარი სტარტაპმა ქართულ ქსელებზე და როგორ გეგმავს მადრიდში გასვლას

BM.GE17 მაისი, 2026, 00:38|bm.ge

კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა ბევრი ბიზნესი გადარჩენისთვის იბრძოდა, აჭარაში სრულიად განსხვავებული იდეა დაიბადა - მაწვნისა და ომბალოს ნაყინი.

სტარტაპის "ომბალოს ნაყინი" დამფუძნებელი თამარ მილორავა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ ერთი შეხედვით უჩვეულო ექსპერიმენტი, დღეს უკვე გამორჩეულ ქართულ გასტრონომიულ პროდუქტად იქცა - დესერტად, რომელსაც მომხმარებლები სპეციალურად ეძებენ, ბიზნესს კი საერთაშორისო თანამშრომლობის შეთავაზებებიც აქვს.

მისი ინფორმაციით, იდეა ოჯახური ყოველდღიურობიდან გაჩნდა. ოთხი შვილის დედას სურდა, შვილებისთვის ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და განსხვავებული დესერტი შეეთავაზებინა. როგორც თავად ამბობს, მთავარი შთაგონება ქართული მაწონი და ომბალო გახდა - ორი პროდუქტი, რომელიც მისთვის ბავშვობასთან, ოჯახთან და ქართულ გემოებთან ასოცირდება.

„ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ნაყინი, ამიტომ ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვირჩევდი. საქართველოში ბევრი ჩაროზი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს უნიკალური პროდუქტი - მაწონი. რადგან ჩემს შვილებს მაწონიც უყვარდათ და ნაყინიც, ვიფიქრე, ეს იდეები გამეერთიანებინა. მე სამეგრელოდან ვარ და ომბალოც ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ინგრედიენტია.

ნაყინის რეცეპტზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. თავდაპირველად მთავარი იყო ტექსტურისა და გემოს დაბალანსება, შემდეგ კი ექსპერიმენტებმა უფრო თამამი ფორმა მიიღო - შეიქმნა აჯიკის, ტარხუნისა და სხვადასხვა სანელებლების ნაყინიც“, - ამბობს თამარ მილორავა.

დამფუძნებლის თქმით, პროდუქტის მიმართ მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა, განსაკუთრებით ზრდასრულ მომხმარებელში : "არ მქონდა მოლოდინი, რომ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. ნაყინი უჩვეულო იყო - მაწვნის ბუნებრივი სიმჟავით. ბევრისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა", - აცხადებს ის.

ამჟამად, სტარტაპი 7 განსხვავებულ გემოს აერთიანებს. ამასთან, კომპანია პარალელურად დიაბეტის მქონე მომხმარებლებისთვის სპეციალურ რეცეპტურაზეც მუშაობს.

თამარ მილორავას ინფორმაციით, ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 2023 წელი იყო, როდესაც მათი ნიშური პროდუქტი Retail Expo-ს გამოფენაზე წარადგინეს. სწორედ ამის შემდეგ მიიღო კომპანიამ თანამშრომლობის შეთავაზება ჰიპერმარკეტი "გუდვილისგან". თუმცა, როგორც თამარ მილორავა ამბობს, კომპანიამ პროდუქტის მასობრივ ქსელებში შეტანაზე უარი თქვა, რადგან სურდათ, ნაყინს საკუთარი უნიკალურობა და ლოკალური იდენტობა შეენარჩუნებინა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პროდუქტი მხოლოდ აჭარაშია ხელმისაწვდომი და უკვე ტურისტული ინტერესის ერთ-ერთ მიზეზადაც იქცა : "ძალიან ბევრი სტუმარი კონკრეტულად ამ ნაყინისთვის ჩამოდის. ვინც ერთხელ აგემოვნებს, შემდეგ თავის მეგობრებსაც გვიგზავნის", - ამბობს დამფუძნებელი.

სამომავლოდ კომპანია ბათუმის ბულვარში დამატებითი სავაჭრო წერტილების გახსნას გეგმავს, ხოლო ზამთრის სეზონზე, სავაჭრო ცენტრებში შესვლასაც არ გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესს საერთაშორისო მიმართულებითაც აქვს გეგმები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მადრიდში მდებარე ესპანურ რესტორანთან კოლაბორაციაზე, თუმცა ამ ეტაპზე, სხვა დეტალები არ ვრცელდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წელს საქართველოდან EU-ში ვიზიტები 31%-ით გაიზარდა

წელს საქართველოდან EU-ში ვიზიტები 31%-ით გაიზარდა

BM.GE

TikTok-ს სამოგზაურო გამოცდილებების აპლიკაციაშივე დაჯავშნის ფუნქცია დაემატა

TikTok-ს სამოგზაურო გამოცდილებების აპლიკაციაშივე დაჯავშნის ფუნქცია დაემატა

BM.GE

სხვა პროდუქტები გაძვირდება, ან ძველი ფასდაკლებები ახლად შეიფუთება - ეკონომისტი "საოჯახო კალათაზე"

სხვა პროდუქტები გაძვირდება, ან ძველი ფასდაკლებები ახლად შეიფუთება - ეკონომისტი "საოჯახო კალათაზე"

BM.GE

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების საგამონაკლისო რეჟიმი არ გაახანგრძლივა - ვადა დღეს ამოიწურა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების საგამონაკლისო რეჟიმი არ გაახანგრძლივა - ვადა დღეს ამოიწურა

BM.GE