მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს" - ტრამპის თქმით, ირანთან გაფორმებული მემორანდუმი დასრულებულია
"მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს" - ტრამპის თქმით, ირანთან გაფორმებული მემორანდუმი დასრულებულია

"მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს" - ტრამპის თქმით, ირანთან გაფორმებული მემორანდუმი დასრულებულია

BM.GE8 ივლისი, 2026, 17:38|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულების მიზნით ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი "დასრულებულია" და დასძინა, რომ მას თეირანთან თანამშრომლობა აღარ სურს.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის გაფორმებული დროებითი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიზნად მუდმივ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად 60-დღიანი ვადის გამოყოფას ისახავდა. თუმცა, კატარში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებები ყოველგვარი პროგრესის გარეშე დასრულდა, რასაც 7 ივლისიდან აშშ-ის არმიის მხრიდან ირანზე განხორციელებული დარტყმების ახალი ტალღა მოჰყვა.

"ჩემი აზრით, ყველაფერი დასრულდა. მათთან საქმის დაჭერა აღარ მსურს. ისინი ნაძირალები არიან. ავადმყოფი ხალხია, რომლებსაც ავადმყოფი ლიდერები მართავენ. მათთან ურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა", - განაცხადა ტრამპმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე.

აშშ-მა 7 ივლისსვე, მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტეში სამ ტანკერს ჭურვები მოხვდა, გააუქმა ლიცენზია, რომელიც ირანს ნავთობის გაყიდვის უფლებას აძლევდა და ქვეყანა კვლავ სანქციების ქვეშ მოაქცია.

აშშ-ირანის დროებითი შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა ნებართვა, რომელიც ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური და სხვა ნავთობპროდუქტების გაყიდვას 21 აგვისტომდე უშვებდა. სამშაბათს ლიცენზიის გაუქმებისას, უწყებამ ირანს არსებული ტრანზაქციების დასასრულებლად დრო 17 ივლისამდე მისცა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში განახლებული სამხედრო დარტყმების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ორშაბათიდან მოყოლებული, თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უხეშად არაერთხელ დაარღვია და სამოქალაქო ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. მათი თქმით, სწორედ ამ ნაბიჯმა განაპირობა გუშინ გვიან ღამით განხორციელებული დარტყმები. თავის მხრივ, ირანულმა მხარემ ტანკერებზე იერიშში პირდაპირი მონაწილეობა უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ნებართვის გარეშე ისინი ირანის ტერიტორიულ წყლებში არცერთ ხომალდს არ გაატარებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

BM.GE

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

BM.GE

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

BM.GE