მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მდიდარმა ჩინელებმა ქვეყნიდან აქტივების გადატანა დაიწყეს
მდიდარმა ჩინელებმა ქვეყნიდან აქტივების გადატანა დაიწყეს

მდიდარმა ჩინელებმა ქვეყნიდან აქტივების გადატანა დაიწყეს

BM.GE24 ოქტომბერი, 2026, 03:00|bm.ge

ჩინელმა მილიონერებმა, პეკინის მიერ დაწესებული ახალი საგადასახადო რეგულაციების გამო, კაპიტალის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანა დაიწყეს.

როგორც ირკვევა, უცხოურ ტრასტებზე 20%-იანი გადასახადის დაწესების შემდეგ, ჩინელმა მოქალაქეებმა აქტივების სინგაპურიდან და ჰონგ-კონგიდან ამერიკულ ბანკებში გადატანა გადაწყვიტეს.

ამ ქმედების მიზეზი ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ერთიან საანგარიშგებო სტანდარტს არ უერთდება. შესაბამისად, ამერიკულ ბანკებს ჩინეთის მოქალაქეების ანგარიშების შესახებ ინფორმაციის პეკინისთვის გადაცემის ვალდებულება არ აქვთ. ამასთან, ამერიკული საგადასახადო კანონმდებლობა არარეზიდენტ კლიენტებს შემოსავლების დეკლარირებისგან თავის არიდების შესაძლებლობასაც აძლევს.

როგორც ცნობილია, მდიდარი ჩინელები მსხვილ კერძო ბანკებს ირჩევენ, შედარებით მცირე კაპიტალის მფლობელები კი რეგიონულ ბანკებსა და ონლაინ ბროკერებს მიმართავენ.

და მაინც, იურისტები კლიენტებს მოსალოდნელი რისკების შესახებ აფრთხილებენ. კერძოდ, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში განთავსებული აქტივების დიდი ნაწილი პეკინისთვის უკვე ცნობილია. შესაბამისად, კაპიტალის ამერიკაში გადატანის პროცესი ჩინეთის საგადასახადო უწყებებისთვის მარტივად შესამჩნევი იქნება და ამას შეიძლება ჩინეთის მთავრობისგან საპასუხო ზომები მოჰყვეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

BM.GE

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

BM.GE

საქართველოს ზეითუნის ზეთის იმპორტი გაუძვირდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოს ზეითუნის ზეთის იმპორტი გაუძვირდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE