მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ზეითუნის ზეთის იმპორტი გაუძვირდა - სად ვყიდულობთ?
საქართველოს ზეითუნის ზეთის იმპორტი გაუძვირდა - სად ვყიდულობთ?

საქართველოს ზეითუნის ზეთის იმპორტი გაუძვირდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE24 ოქტომბერი, 2026, 03:55|bm.ge

საქართველოში ზეითუნის ზეთის იმპორტი მზარდია. 2026 წლის 9 თვე ქვეყანამ 3.2 მლნ დოლარის 446 ტონა ზეითუნის ზეთი იყიდა. იმპორტის ღირებულება წლის ჭრილში 5%-ით, მოცულობა კი 14%-ით არის გაზრდილი, რაც მიანიშნებს, რომ იმპორტი გაძვირდა.

ოფიციალური სტატისტიკით, მთავარი მომწოდებელი იტალიაა, რომელზეც მთლიანი მოცულობის 30%-ზე მეტი მოდის, მას მოსდევს თურქეთი 26%-იანი წილით. იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ძირითადი საიმპორტო ბაზრები ასეთია:

• იტალია – 1 მლნ აშშ დოლარი, 137 ტონა. • თურქეთი – 864 ათასი აშშ დოლარი, 114 ტონა. • ესპანეთი – 823 ათასი აშშ დოლარი, 124 ტონა. • საბერძნეთი – 157 ათასი აშშ დოლარი, 20 ტონა. • აზერბაიჯანი – 100.6 ათასი აშშ დოლარი, 18 ტონა. • ტუნისი – 94.6 ათასი აშშ დოლარი, 22 ტონა.

უმნიშვნელოა იმპორტი საფრანგეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან.

აღსანიშნავია, რომ ზეითუნის ზეთის იმპორტი რეკორდული იყო 2025 წელს და 4.2 მლნ დოლარის, 644 ტონა შეადგინა.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık“, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

BM.GE

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

BM.GE

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE