მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და ტემპი შევაფასეთ" - რევაზ სოხაძე
"მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და ტემპი შევაფასეთ" - რევაზ სოხაძე

"მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და ტემპი შევაფასეთ" - რევაზ სოხაძე

BM.GE20 აგვისტო, 2026, 18:23|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან ერთად, მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

საქმე ისაა, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდა და ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთო. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ქალაქ მცხეთაში სატვირთო მოძრაობის ინტენსივობის ზრდა გამოიწვია.

რევაზ სოხაძის განცხადებით, მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად იმყოფებოდა, რათა სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების გზებზე ემსჯელათ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთასთან, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა და დროებით ქალაქ მცხეთაზე გადაერთო. სწორედ ამიტომ დღეს მცხეთაში ვიმყოფებით, რომ ადგილზე გვენახა, რა პრობლემები შეიქმნა ამ გადაწყვეტილების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავეცანით არსებულ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნება და სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„შევაფასეთ მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროგრესი და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი. გვაქვს იმედი, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ცნობისთვის, მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მზარდი ინტენსივობისა და ხიდზე დატვირთვის გათვალისწინებით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ სატვირთო ავტომობილებისთვის მოქმედი დროებითი შეზღუდვა მოიხსნება. პროექტზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ შორის 2023 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მუშაობენ. კონტრაქტის ღირებულება 40 მილიონი ლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯეონათსი - ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე

ჯეონათსი - ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე

BM.GE

რუსეთი ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტის აღებას $600-დან $65-მდე აიაფებს

რუსეთი ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტის აღებას $600-დან $65-მდე აიაფებს

BM.GE

სასკოლო ფორმების ყიდვა 1 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი - სად გაიყიდება?

სასკოლო ფორმების ყიდვა 1 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი - სად გაიყიდება?

BM.GE

FRIDA-ს მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა - პროექტი, რომელიც თბილისის ახალ მიზიდულობის სივრცედ იქცევა, სულ უფრო უახლოვდება დასრულებას

FRIDA-ს მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა - პროექტი, რომელიც თბილისის ახალ მიზიდულობის სივრცედ იქცევა, სულ უფრო უახლოვდება დასრულებას

BM.GE