
მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3 მლნ-მდე გაიზარდა
BM.GE|bm.ge
საქსტატის ინფორმაციით, III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1%-ით მეტია.
III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 12% - გაგზავნილი. ამ პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილიმგზავრების რაოდენობა 14%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა - 26%-ით ნაკლები.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge