
რვა წლიანი გზა კრიპტობირჟიდან გლობალურ ეკოსისტემამდე, რომლის სერვისებითაც 40 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
რვა წლიანი გზა კრიპტობირჟიდან გლობალურ ეკოსისტემამდე, რომლის სერვისებითაც 40 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს.
WhiteBIT მერვე იუბილეს აღნიშნავს, W Group კი პირველს. ჯგუფის საქმიანობა კრიპტოვაჭრობის ფარგლებს გასცდა და დღეს საბანკო მომსახურებას, ბლოკჩეინს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა მიმართულებებსაც მოიცავს.
რვა წლის წინ შექმნილი კრიპტობირჟა დღეს საერთაშორისო ბიზნესეკოსისტემად ჩამოყალიბდა. ის 11 კომპანიას აერთიანებს და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 40 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. WhiteBIT-ის მერვე და W Group-ის პირველი იუბილე ასახავს ამ ცვლილებას: ერთი სავაჭრო პლატფორმიდან მრავალპროფილურ ბიზნესამდე, რომელიც ტრადიციულ ფინანსებს, ციფრულ აქტივებსა და ახალ ტექნოლოგიებს ერთმანეთთან აკავშირებს. WhiteBIT · W Group
ზრდის მასშტაბი ორივე კომპანიის მაჩვენებლებშიც ჩანს. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე WhiteBIT-ზე ვაჭრობის მოცულობამ 2,8 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ინსტიტუციური კლიენტების რაოდენობა კი 5 500-ს აჭარბებს. ამავე დროს, W Group-ში შემავალი კომპანიების რაოდენობა ერთ წელიწადში 8-დან 11-მდე გაიზარდა, მათი მომხმარებლების საერთო რაოდენობა კი 35 მილიონიდან დაახლოებით 40 მილიონამდე.
ერთი კრიპტობირჟიდან გლობალურ ბიზნეს ეკოსისტემამდე
2025 წელს დაარსებულმა W Group-მა WhiteBIT-ის გარშემო განვითარებული კომპანიები საერთო სტრატეგიით გააერთიანა. ჯგუფის მიზანია ტრადიციული ფინანსებისა და ციფრული აქტივების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენების გაფართოება ახალ სფეროებში. ამ სტრატეგიას საფუძვლად კომპანიებს შორის თანამშრომლობა უდევს. ფინანსური ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაერთიანებით მათ შეუძლიათ ახალი სერვისების შექმნა, ახალ ბაზრებზე გასვლა და სხვადასხვა სფეროში ახალი შესაძლებლობების განვითარება.
2026 წელს W Group-ის საქმიანობა ფინანსური სერვისების ფარგლებსაც გასცდა. ივნისში ჯგუფს ნიდერლანდური სპორტული ავტომობილების მწარმოებელი Spyker შეუერთდა. ამ ნაბიჯმა პრემიუმ ავტომობილების სფეროში ციფრული ფინანსებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების ახალი შესაძლებლობები შექმნა.
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით W Group-მა აიღო ვალდებულება, 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს SignSplit-ში. პლატფორმა ციფრულად ხელმოწერილ მონაცემებთან მუშაობს და ხელოვნური ინტელექტისთვისაა განკუთვნილი. დაფინანსების საწყის რაუნდში SignSplit-ის ღირებულება 1 მილიარდ დოლარად შეფასდა.
საბანკო მიმართულებით ჯგუფის სტრატეგიას საქართველოში მოქმედი სრულად ლიცენზირებული ციფრული ბანკი hashbank ასახავს. ბანკი ტრადიციულ საბანკო სერვისებს კრიპტო აქტივებთან დაკავშირებულ ფუნქციებს უთავსებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფიატური ვალუტა და ციფრული აქტივები ერთ სივრცეში მართონ.
ეს მაგალითები აჩვენებს, როგორ აერთიანებს W Group ფინანსურ სერვისებს, ტექნოლოგიებსა და მომხმარებლებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში, სადაც თითოეულ კომპანიას შეუძლია ჯგუფის სხვა კომპანიების ზრდასაც შეუწყოს ხელი.
WhiteBIT-ის რვა წელი და გლობალური ვაჭრობის გაფართოება
ამ ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად WhiteBIT რჩება. ბირჟა ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ კლიენტებს სავაჭრო ინფრასტრუქტურასა და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს. 2026 წელს WhiteBIT-ზე ვაჭრობის მოცულობამ 2,8 ტრილიონ დოლარს მიაღწია, დერივატივებით ვაჭრობის დღიური მოცულობა კი დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
დღეს პლატფორმაზე თითქმის 1 200 სავაჭრო ბაზარია ხელმისაწვდომი. ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა სავაჭრო პირობებიც. BTC-ის, ETH-ისა და WBT-ის ძირითად სპოტ წყვილებში ვაჭრობის მოცულობა ხუთჯერ მეტად გაიზარდა და 2020 წლის 53 მილიარდი დოლარიდან 2025 წელს 276 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2021 წლიდან ბირჟის ძირითად ბაზრებზე სპრედი, ანუ ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა, დაახლოებით სამჯერ შემცირდა, რაც ლიკვიდობის ზრდასასახავს.
WhiteBIT 20-ზე მეტი სპეციალიზებული პროდუქტითა და სერვისით 5 500-ზე მეტ ინსტიტუციურ კლიენტს ემსახურება, მათ შორის ფონდებს, ბროკერებსა და საგადახდო სერვისების პროვაიდერებს. კომპანიებს ერთ პლატფორმაზე შეუძლიათ კრიპტოაქტივების ლიკვიდურობაზე წვდომა, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციების მართვა და ფიატური ვალუტისა და კრიპტოვალუტის ერთმანეთში გადაცვლა.
WBT და ბლოკჩეინის განვითარების ახალი ეტაპი
ეკოსისტემის ზრდა WhiteBIT-ის საკუთარი კრიპტოვალუტის, WBT-ის, ფასზეც აისახა. 2022 წელს გაშვებისას მისი ფასი 1,62 დოლარი იყო, 2026 წლის სექტემბერში კი ისტორიულ მაქსიმუმს, თითქმის 88 დოლარს, მიაღწია. ეს მაჩვენებელი WhiteBIT-ისა და მისი ეკოსისტემის გაფართოების პარალელურად WBT-ის ფასის გრძელვადიან ზრდას ასახავს.
WBT-ის გამოყენება ვაჭრობის ფარგლებსაც სცდება. ნოემბერში Whitechain Optimism-თან პარტნიორობით Ethereum-ის მეორე დონის ქსელად (Layer 2) გარდაიქმნა. ქსელი OP Stack-ზეა აგებული, ტრანზაქციების საკომისიოს კი მომხმარებლები WBT-ით იხდიან. ბლოკჩეინ აპლიკაციებისა და ფინანსური სერვისების მხარდასაჭერად შექმნილმა Whitechain-მა დეველოპერების ინტერესიც გამოიწვია. ქსელის საჯარო გაშვება ნოემბრის ბოლოს იგეგმება, Whitechain Builders Program-ში კი განაცხადი უკვე 140-ზე მეტმა გუნდმა შეიტანა.
მნიშვნელოვანი წელი რეგულირებად ბაზრებზე გაფართოებისთვის
ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, WhiteBIT-მა საქმიანობის მერვე წელს რეგულირების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, რამაც ჯგუფის საერთაშორისო პოზიციები გააძლიერა. 2026 წლის ივნისში ავსტრიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანომ WhiteBIT EU-ს ავტორიზაცია ევროკავშირის კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაციის (MiCA) შესაბამისად მიანიჭა. ამ ავტორიზაციამ კომპანიას სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა, კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული სერვისები ევროკავშირის მასშტაბით შესთავაზოსმომხმარებლებს.
ამას წინ უძღოდა მაისში გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლებისთვის სპეციალური პლატფორმის გაშვება. ამ ნაბიჯით WhiteBIT კიდევ ერთ მსხვილ ფინანსურ ბაზარზე შევიდა, სადაც მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნები მოქმედებს. ევროპის ფარგლებს გარეთ კომპანია მარტში განის მარეგულირებელ სატესტო გარემოს (regulatory sandbox) შეუერთდა და ქვეყნის ციფრული აქტივების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში მონაწილეობს. ეს ნაბიჯები ასახავს WhiteBIT-ის ინვესტიციას რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში, რასაც კომპანია მდგრადი საერთაშორისო ზრდის საფუძვლად მიიჩნევს.
ახალი თაობის ფინანსური სერვისების განვითარება
ზრდის მომდევნო ეტაპზე W Group ჯგუფის კომპანიებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს და მათ საერთო შესაძლებლობებს ახალი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად გამოიყენებს.
„რვა წლის წინ ერთი კრიპტობირჟით დავიწყეთ. დღეს საერთაშორისო ჯგუფი ვართ, რომელიც 11 კომპანიას აერთიანებს და დაახლოებით 40 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, კომპანიების ზრდასთან ერთად მათ შორის ისეთი თანამშრომლობა ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც რეალურ ღირებულებას შექმნიდა. გვინდა, ტრადიციული ფინანსები და ციფრული აქტივები ერთმანეთს დავუახლოოთ, ახალი ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და სხვადასხვა სფეროში ახალი შესაძლებლობები შევქმნათ“, განაცხადა W Group-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ნოსოვმა.
ამ მიზნის მისაღწევად W Group გეგმავს, გაიმყაროს პოზიციები რეგულირებად ბაზრებზე, გააფართოოს ინსტიტუციური კლიენტებისთვის განკუთვნილი ფინანსური სერვისები და დააჩქაროს ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის განვითარება. ჯგუფის გრძელვადიანი მიზანია შექმნას ეკოსისტემა, რომელიც საბანკო მომსახურებას, გადახდებს, ციფრულ აქტივებსა და ახალ ტექნოლოგიებს გააერთიანებს და ფინანსურ სერვისებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო ხელმისაწვდომს გახდის როგორცადამიანებისთვის, ისე ბიზნესებისთვის.
*გაფრთხილება: წარსული შედეგები მომავალი შედეგების მაჩვენებელი არ არის. კრიპტოვალუტის ბაზარი მაღალი მერყეობით ხასიათდება, ციფრულ აქტივებში ინვესტირება კი ფინანსური ზარალის რისკს შეიცავს.
BM.GE
წყარო: bm.ge