მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მე არ მიმიტანია, მაგრამ ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის [ღარიბაშვილის] წერილია" - ადვოკატი
"მე არ მიმიტანია, მაგრამ ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის [ღარიბაშვილის] წერილია" - ადვოკატი

"მე არ მიმიტანია, მაგრამ ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის [ღარიბაშვილის] წერილია" - ადვოკატი

BM.GE18 აგვისტო, 2026, 02:57|bm.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული წერილის ავთენტურობას ადასტურებს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საკუთარ განცხადებას დაურთო ექსპრემიერმა, მას არ მიუტანია.

„მე არ მიმიტანია, მაგრამ ორ ინფორმაციას მოგცემთ სულ: ერთი ის, რომ ვადასტურებ, რომ ბატონი ირაკლის წერილია ეგ, რაც „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა, მეორე ის, რომ უფრო დეტალურად ხვალ გაავრცელებს ინფორმაციას“, - აცხადებს ადვოკატი „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება. "დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ნათქვამია წერილში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თეთრი სახლი ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზე” ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოც მოხვდა

თეთრი სახლი ჩინეთის „ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელზე” ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოც მოხვდა

BM.GE

Spider-Man-ის ახალმა ფილმმა კინოგაქირავებით $2 მილიარდის შემოსავალი მიიღო

Spider-Man-ის ახალმა ფილმმა კინოგაქირავებით $2 მილიარდის შემოსავალი მიიღო

BM.GE

2025 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 82% რეინვესტიცია იყო

2025 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 82% რეინვესტიცია იყო

BM.GE

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეაში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე" - სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეაში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე" - სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

BM.GE