მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 82% რეინვესტიცია იყო
2025 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 82% რეინვესტიცია იყო

2025 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 82% რეინვესტიცია იყო

BM.GE18 აგვისტო, 2026, 01:03|bm.ge

2025 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 82.5% რეინვესტიცია იყო. კერძოდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წელს შემოსული 1 900.4 მლნ დოლარიდან 1 567.5 მლნ დოლარი რეინვესტიცია იყო, ხოლო ახალი ინვესტიცია [სააქციო კაპიტალი] მხოლოდ 686 მლნ დოლარი.

ქვეყანაში ახალი ინვესტიციის შემოსვლა ძირითადად სააქციო ან/და საწესდებო კაპიტალით ხდება და რეინვესტიციის ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ უკვე არსებულ კომპანიებში იდება ინვესტიცია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება.

საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლიდან.

ახალი დაზუსტებული მონაცემები ასეთია:

პერიოდი გამოქვეყნებული (ათასი აშშ დოლარი) დაზუსტებული (ათასი აშშ დოლარი) ცვლილება (ათასი აშშ დოლარი) ცვლილება (%) ცვლილების მიზეზი 2021 1,264,891 1,293,640 +28,749 +2.3% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება 2022 2,224,196 2,258,335 +34,140 +1.5% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება 2023 1,928,462 2,069,879 +141,417 +7.3% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება 2024 1,569,272 1,592,727 +23,456 +1.5% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება

შარშან ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (426.6 მლნ დოლარი); აზერბაიჯანიდან (214.4 მლნ დოლარი) და თურქეთიდან (202.4 მლნ დოლარი) შემოვიდა.

რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633 მლნ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ დოლარით (13.4%), ხოლო მესამეზე - ვაჭრობის სექტორი 191 მლნ დოლარით (10%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეაში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე" - სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეაში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე" - სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

BM.GE

II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში

II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში

BM.GE

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

BM.GE

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

BM.GE