მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მედია საქართველოში ავტორიტარიზმისა და რეპრესიული კანონების პირობებში მუშაობს|საიას განცხადება
მედია საქართველოში ავტორიტარიზმისა და რეპრესიული კანონების პირობებში მუშაობს|საიას განცხადება

მედია საქართველოში ავტორიტარიზმისა და რეპრესიული კანონების პირობებში მუშაობს|საიას განცხადება

BM.GE3 მაისი, 2026, 15:52|bm.ge

3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ქვეყანაში მედიის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლება კრიტიკულ ზღვარზეა და მედია „ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში“ ფუნქციონირებს.

საქართველო რეიტინგში ჩამორჩება ზიმბაბვესა და სომალის

საია ყურადღებას ამახვილებს პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მკვეთრ გაუარესებაზე. ქვეყანა რეიტინგში ერთი წლის განმავლობაში 114-ე ადგილიდან 135-მდე ჩამოქვეითდა.

ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა: ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.

ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები

საია ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო აღარ არსებობს. ორგანიზაცია რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას გამოყოფს:

• მზია ამაღლობელი: „აზრის თავისუფლებისთვის“ სახაროვის პრემიის ლაურეატი ამჟამად პოლიტიკური პატიმარია. საია მის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში იცავს. • აფგან სადიგოვი: 2026 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაძევება აზერბაიჯანში, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიებისა. Freedom House-ის შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიის ტაქტიკებს იყენებენ. • დაუსჯელობა: ორგანიზაციის განცხადებით, დღემდე არავინ დასჯილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობისთვის.

„კანონები სიტყვის წინააღმდეგ“

საია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ძალაუფლებას რეპრესიული გარემოს შესაქმნელად იყენებს. ორგანიზაცია 6 ძირითად საკანონმდებლო ცვლილებას ასახელებს, რომელიც მედიაზე ახდენს გავლენას:

• „რუსული კანონი“: აგენტის სტატუსი და მაღალი ჯარიმები დამოუკიდებელი მედიისთვის. • FARA-ს ანალოგი: ბუნდოვანი დებულებები, რომლებიც თვითცენზურას ახალისებს. • დაფინანსების შეზღუდვა: მაუწყებლებს პირდაპირ აეკრძალათ უცხოური დაფინანსების მიღება. • შინაარსობრივი კონტროლი: „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ ახლებური რეგულირება მაუწყებლობის შესახებ კანონში. • შეზღუდვები სასამართლოში: ფოტო და ვიდეო გადაღების ფაქტობრივი აკრძალვა სხდომების გაშუქების ხელშესაშლელად. • ცილისწამების ნორმების გამკაცრება: მედიის მოწყვლადობის გაზრდა სტრატეგიული სასამართლო დავების (SLAPP) მიმართ.

„ამ მძიმე მდგომარეობაში საია სოლიდარობას უცხადებს ჯერ კიდევ ფუნქციურ თავისუფალ მედიას და გააგრძელებს გამოხატვის თავისუფლების დაცვას სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბაიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
მედია →მუშაობს →

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE