მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მექსიკამ და ევროკავშირმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს
მექსიკამ და ევროკავშირმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

მექსიკამ და ევროკავშირმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

BM.GE22 მაისი, 2026, 21:22|bm.ge

მექსიკამ და ევროკავშირმა ერთობლივად გამართულ სამიტზე თავისუფალი ვაჭრობის ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ვაშინგტონზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას და დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკისგან თავის დაცვას ისახავს.

Reuters-ის ცნობით, დოკუმენტს ხელი მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ მოაწერეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ეს სამიტი მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს არ შეეხება და დასახელებული შეხვედრა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზავნილადაც იქცევა.

მექსიკის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ახალი შეთანხმება ევროკავშირში მექსიკური ექსპორტის მოცულობას 2030 წლისთვის $24 მილიარდიდან $36 მილიარდამდე გაზრდის. თავის მხრივ, ევროკავშირი მექსიკაში ყოველწლიურად $65 მილიარდის ღირებულების პროდუქციას გააგზავნის. აღსანიშნი ფაქტია, რომ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ბოლო ათწლეულში 75 პროცენტით გაიზარდა. როგორც ირკვევა, სავაჭრო ურთიერთობებში წამყვან პოზიციებს სატრანსპორტო აღჭურვილობა, მანქანათმშენებლობა, ქიმიკატები, საწვავი და მოპოვებითი მრეწველობის პროდუქტები იკავებენ.

ახალი ხელშეკრულება მნიშვნელოვნად გააფართოებს 2000 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც მხოლოდ ინდუსტრიულ საქონელს მოიცავდა. განახლებული დოკუმენტი მომსახურების სფეროს, სახელმწიფო შესყიდვებს, ციფრულ ვაჭრობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს გააერთიანებს. ახალი პირობების გათვალისწინებით, პრაქტიკულად ყველა სახის საქონელზე უბაჟო რეჟიმი იმოქმედებს. ეს საიმპორტო შეღავათი მექსიკურ სატაცურსა და ქათმის ხორცზე, ასევე ევროპულ რძის ფხვნილზე, ყველსა და ღორის ხორცზე გარკვეული კვოტების ფარგლებში გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო შეთანხმების ტექსტი ერთ წელზე მეტია მზად არის, თუმცა მისი ხელმოწერა ევროკავშირის პრიორიტეტების გამო ფერხდებოდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბრიუსელმა გასული რვა თვის განმავლობაში მოლაპარაკებები ინდონეზიასთან, ინდოეთთან, ავსტრალიასთან და სამხრეთ ამერიკის ბლოკ Mercosur-თანაც დაასრულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE