მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერია რუსთაველის რეაბილიტაციის გამო მოძრაობის დამატებითი შეზღუდვის შესახებ მძღოლებს აფრთხილებს
მერია რუსთაველის რეაბილიტაციის გამო მოძრაობის დამატებითი შეზღუდვის შესახებ მძღოლებს აფრთხილებს

მერია რუსთაველის რეაბილიტაციის გამო მოძრაობის დამატებითი შეზღუდვის შესახებ მძღოლებს აფრთხილებს

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 21:13|bm.ge

თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ჭოველიძის, ზანდუკელისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერიის განცხადებით, შეზღუდვები 5 ნოემბრიდან ამოქმედდება და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

კერძოდ, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 9 ნოემბრის 00:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება.

აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის №408 და №420 მიკროავტობუსები, თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

გარდა ამისა, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 15 დღის განმავლობაში შეიზღუდება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ გადაადგილება.

შეზღუდვის პერიოდში ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს - გაფართოების ანგარიში

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს - გაფართოების ანგარიში

BM.GE

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი საქართველოს ეწვევა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი საქართველოს ეწვევა

BM.GE

საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - კოსი

საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - კოსი

BM.GE

ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და ფუნქციების აუდიტზე გადაცემა დამოუკიდებლობის გარანტიების გარეშე მოხდა - ევროკომისია

ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და ფუნქციების აუდიტზე გადაცემა დამოუკიდებლობის გარანტიების გარეშე მოხდა - ევროკომისია

BM.GE