მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერიის ₾3-მილიონიანი სტუდენტური პროგრამა, სავარაუდოდ, სტიპენდიებად ტრანსფორმირდება - განათლების მინისტრის მოადგილე
მერიის ₾3-მილიონიანი სტუდენტური პროგრამა, სავარაუდოდ, სტიპენდიებად ტრანსფორმირდება - განათლების მინისტრის მოადგილე

მერიის ₾3-მილიონიანი სტუდენტური პროგრამა, სავარაუდოდ, სტიპენდიებად ტრანსფორმირდება - განათლების მინისტრის მოადგილე

BM.GE14 მაისი, 2026, 16:40|bm.ge

2026 წლიდან, მას შემდეგ რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ყველა სტუდენტისთვის უფასო გახდება, თბილისის მერიის "სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის" ბიუჯეტი, რომელიც ყოველწლიურად 3 მილიონ ლარს შეადგენს, სტუდენტების სტიპენდიებისკენ მიიმართება - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი განმარტებით, ვინაიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაფარავს, ის თანხები, რომლებიც აქამდე სოციალური კატეგორიის სტუდენტების სწავლის საფასურს ხმარდებოდა, კვლავ განათლების სისტემაში დარჩება, თუმცა შეიცვლება მათი დანიშნულება.

გაბისონიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერ კახა კალაძეს ეკუთვნის და სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, თანხების სტიპენდიებისკენ მიმართვის გადაწყვეტილება უკვე მოწონებულია.

"თბილისის მერიას აქვს პროგრამა სოციალური მხარდაჭერის ნაწილში, რომლითაც მათ, ვინც გრანტს ვერ იღებდა, უნაზღაურდებოდათ სწავლის საფასური. ეს ძალიან კარგი პროგრამაა და მისი ბიუჯეტი, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა ვიცე-მერთან, თავად ბატონი კახა კალაძის ინიციატივა იყო, რომ ამ მიმართულებით პროექტებზე გვემუშავა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ეს თანხა სტუდენტების სტიპენდიების მხარდაჭერისკენ მიემართოს, რაც მერის მიერ პირდაპირ იქნა მოწონებული. დიდი ალბათობით, მოხდება ამ საბიუჯეტო სახსრების ტრანსფორმირება სტუდენტების სტიპენდიებისთვის", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მერია, სამინისტროსთან და უნივერსიტეტებთან ერთად, მუშაობს იმ ოპტიმალურ მოდელზე, თუ რა კრიტერიუმებით გადანაწილდება აღნიშნული სტიპენდიები.

გაბისონიას განმარტებით, მსგავსი მიდგომა გავრცელდება სხვა უწყებებზეც, მათ შორის თავდაცვის სამინისტროზე, რომელსაც სახსრები თავდაცვის აკადემიისთვის აქვს გამოყოფილი.

"ვფიქრობთ, რომ ის სახსრები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იყო განათლების სისტემის მხარდასაჭერად სხვადასხვა კომპონენტებში გამოყოფილი, დარჩება სისტემაში და ძირითადად მოხმარდება სტუდენტების სასტიპენდიო დაფინანსების პროექტებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ სამინისტრო უკვე მუშაობს სოციალური სტიპენდიების დამატებითი სტიმულირების მექანიზმების შექმნაზე.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ყველა სტუდენტისთვის უფასო ხდება, კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხულები კი სახელმწიფოსგან გრანტებს ვეღარ მიიღებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE