მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესამე ფილიალის გახსნით მომხმარებელთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა | "წიწილა" გაფართოებაზე მუშაობს
მესამე ფილიალის გახსნით მომხმარებელთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა | "წიწილა" გაფართოებაზე მუშაობს

მესამე ფილიალის გახსნით მომხმარებელთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა | "წიწილა" გაფართოებაზე მუშაობს

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 14:00|bm.ge

სწრაფი კვების ობიექტი „წიწილა“ თბილისში გაფართოებას გეგმავს. კომპანიის თანადამფუძნებლის, რატი წვერავას განცხადებით, მირიან მეფის გამზირზე ახალი ფილიალის გახსნამ ბიზნესს გაფართოების ახალი შესაძლებლობები მისცა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ განაცხადა, ახალი ობიექტის გახსნამდე კომპანიამ საწარმოო მიმართულებაც გააფართოვა. „წიწილას“ ცენტრალიზებულ საწარმოში ხორცის დამუშავება, სოუსების მომზადება და პურის ცხობა ხორციელდება.

„რამდენადაც ფიზიკურად ცხელი არ ყოფილა ეს ზაფხული, ჩვენთვის ნამდვილად იყო შინაარსობრივად დატვირთული. გავხსენით ახალი, უკვე მესამე ფილიალი თბილისში, მირიან მეფის 44 ნომერში. ამას წინ უძღოდა ის, რომ საწარმოო ხაზითაც გავფართოვდით. ამან საშუალება მოგვცა, საბოლოო ჯამში, თბილისში სულ მცირე 6 ფილიალით მაინც ვიყოთ წარმოდგენილი.

საგულისხმოა, რომ ამ ობიექტის გახსნის შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ჩვენი კომპანიის, ჩვენი პროდუქტების მიმართ მომხმარებლის მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო მაღალია, რამაც დამატებითი გეგმების დასახვის საშუალებაც მოგვცა. იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა „წიწილას“ დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ „წიწილა“ თბილისში 2024 წელს გამოჩნდა და ბაზარზე მხოლოდ ქათმისგან დამზადებული სწრაფი კვების პროდუქტებით, მათ შორის სენდვიჩებითა და ლანჩბოქსებით პოზიციონირებს. ბრენდმა მეორე ფილიალი აღმაშენებლის გამზირზე გახსნა, ბოლო, მესამე ობიექტი კი ცოტა ხნის წინ მირიან მეფის გამზირზე, N44-ში გაიხსნა. კომპანია პარალელურად ავითარებს ცენტრალიზებულ საწარმოო მიმართულებას, სადაც ხორცის დამუშავება, სოუსებისა და პურის წარმოება ხდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

BM.GE

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

BM.GE

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

BM.GE

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE