მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესამე წელია, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქონების გადასახადის რეფორმა განხილვის პროცესშია
მესამე წელია, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქონების გადასახადის რეფორმა განხილვის პროცესშია

მესამე წელია, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქონების გადასახადის რეფორმა განხილვის პროცესშია

BM.GE30 ივლისი, 2026, 15:10|bm.ge

"ფიზიკური პირის ქონების გადასახადის რეფორმის საკითხი ფინანსთა სამინისტროში განხილვის პროცესშია", - ასე უპასუხეს BMG-ის წერილობით კითხვას ლაშა ხუციშვილის უწყებაში.

საქმე ის არის, რომ 2023 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმის ე.წ. "ესტონურ მოდელზე" მუშაობენ და რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მზად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე ინიციატივას კანონპროექტის სახე არ მიუღია ანუ არც პარლამენტში შეუტანიათ განსახილველად და არც პროფესიულ ჯგუფებში დაუწყიათ განხილვები.

"განხილვის მიზანია, მოქმედი რეგულაციის შემდგომი სრულყოფა და ისეთი მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ტვირთს და ამავე დროს უზრუნველყოფს ქონების გადასახადის სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. აღნიშნულ საკითხზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს წერილობით განმარტებაში.

რეფორმაზე დისკუსია არ მიდის... ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გასაზრდელია|იურისტი

ლაშა ხუციშვილის უწყებამ bm.ge-ს ორი კონკრეტული კითხვა უპასუხოდ დატოვა:

• წარადგენს თუ არა ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმის პაკეტს საშემოდგომო სესიაზე? (ხოლო თუ არა - რა არის მიზეზი?) • გეგმავს თუ არა უწყება რეფორმის დაწყებამდე შემოსავლის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე აწევას? (ვინაიდან არსებული ზღვარი დღევანდელ რეალობაში არარელევანტურია).

ცნობისთვის: დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ თქვენ გყავთ ავტომობილი ან გაქვთ სახლი ან კიდევ სხვა უძრავი ქონება და ამასთანავე, თქვენი ოჯახის წინა წლის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება, ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ. ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1 ნოემბერია, გადახდის კი - 15 ნოემბერი.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 114 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 32%-ით, ანუ 27 მილიონი ლარით მეტია.

ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 82,668,264 ლარი;

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 20,020,111 ლარი;

არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 11,189,120 ლარი.

ჯამი - 113,877,495 ლარი.

ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებსტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

BM.GE

Bulgari-მ აშშ-ში პირველი საჯარო არტ-ინსტალაცია წარადგინა

Bulgari-მ აშშ-ში პირველი საჯარო არტ-ინსტალაცია წარადგინა

BM.GE

რეგულაციები აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარის მსგავსი პროვოკაციული მოვლენებისთვის - დავით კილაძე

რეგულაციები აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარის მსგავსი პროვოკაციული მოვლენებისთვის - დავით კილაძე

BM.GE

ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე

ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე

BM.GE