მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტია ელექტროენერგიის მოხმარებით ნორვეგიასაც უსწრებს - ენერგეტიკოსი
მესტია ელექტროენერგიის მოხმარებით ნორვეგიასაც უსწრებს - ენერგეტიკოსი

მესტია ელექტროენერგიის მოხმარებით ნორვეგიასაც უსწრებს - ენერგეტიკოსი

BM.GE2 ივნისი, 2026, 19:35|bm.ge

"მესტიის რაიონში ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულ ნიშნულს აღწევს, რაც რეგიონის ენერგოსისტემას კოლაფსის წინაშე აყენებს", - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკის ექსპერტი გია არაბიძე საუბრობს.

მისი თქმით, კრიპტო მაინერების მიერ ელექტროენერგიის აღურიცხავი მოხმარება „მოპარული ენერგია და ფულია“ და გამოსავალი სასწრაფო გამრიცხველიანებასა და მკაცრ ადმინისტრირებაშია.

გია არაბიძის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტი წელიწადში დაახლოებით, 132 მლნ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით აბსურდული ციფრია.

„მესტიის მოსახლეობა დაახლოებით, 10-11 ათასზე მეტი არ უნდა იყოს. ერთ სულ მოსახლეზე რომ გადაიყვანო მოხმარება, სადღაც 13,000 კილოვატ-საათია, რაც ნორვეგიას გაუსწრებს. როცა, დანარჩენ საქართველოში 3,500-იან მოხმარებას ვნატრობთ და გვინდა, ბულგარეთის დონეს - 5,000-ს კვტ/სთ-ს მივაღწიოთ. 10,000-მა კაცი ამ მოცულობის ელექტროენერგიას ვერ მოიხმარს - მთავარი მიზეზი არის ის, რომ დატაცებას აქვს ადგილი. როდესაც რაიმე უფასოა, იქ მერე ზომა-წონა აღარ იცის უკვე კაცმა“, - აცხადებს გია არაბიძე BMG-სთან.

მისივე შეფასებით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ინდივიდუალური გამრიცხველიანებაა. როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, ეს არ არის ბრძოლა ტექნოლოგიების წინააღმდეგ, არამედ, მოხმარების კანონის ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა.

„მაინინგიც უნდა იყოს და ყველა ტექნოლოგიაც, მაგრამ აქ დატაცებაზე და მოპარვაზეა საუბარი. თუ გვაქვს საშუალება, მაინინგი განვავითაროთ კანონის ფარგლებში, გადავიხადოთ ყველა გადასახადი, კეთილი ინებოს და მიაწოდოს სახელმწიფომ ენერგია, გადაიხადოს საფასური და მოიხმაროს,“ - ამბობს გია არაბიძე.

მისივე თქმით, მესტიის ამჟამინდელი მოხმარება 3-4-ჯერ აჭარბებს ქსელის საპროექტო სიმძლავრეს, რაც ინფრასტრუქტურას აზიანებს. გამრიცხველიანების შემთხვევაში კი, პირველ რიგში, „ენერგო-პრო ჯორჯია“ და თავად რეგიონის ქსელი ამოისუნთქავს. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის.

„სხვა ბიზნესი მოკვდა მესტიაში - ტურისტული ბიზნესი მოკვდა ამის გამო. ეს ბიზნესი ეკონომიკურად, გაცილებით უფრო მოგებიანია ჩვენი სახელმწიფოსათვის, ვიდრე კრიპტოვალუტის განვითარება. ამიტომ ის ენერგია, რომ ტურისტულ ბიზნესზე გადმოვიდეს, გაცილებით მეტ მოგებას მიიღებს იქაური მაცხოვრებელიც და სახელმწიფოც“, -აცხადებს ენერგეტიკოსი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიის მოსახლეობა გამრიცხველიანდება. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ კი bm.ge-ს უთხრეს, რომ "2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15 -მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 -მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად".

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა|მიზეზები

2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა|მიზეზები

BM.GE

MSC-მ უკრაინის საკონტეინერო ტერმინალის 51%-იანი წილი შეიძინა

MSC-მ უკრაინის საკონტეინერო ტერმინალის 51%-იანი წილი შეიძინა

BM.GE

მონაცემთა ცენტრების კომპანია HPE-ს აქციების ფასი ერთ დღეში 30%-ით გაიზარდა

მონაცემთა ცენტრების კომპანია HPE-ს აქციების ფასი ერთ დღეში 30%-ით გაიზარდა

BM.GE

ტრამპმა AI-ინდუსტრიასთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი

ტრამპმა AI-ინდუსტრიასთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი

BM.GE