მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში 6 სხვადასხვა ადგილას კრიპტოვალუტის 148 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - შსს
მესტიაში 6 სხვადასხვა ადგილას კრიპტოვალუტის 148 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - შსს

მესტიაში 6 სხვადასხვა ადგილას კრიპტოვალუტის 148 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - შსს

BM.GE4 ივნისი, 2026, 14:42|bm.ge

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიტ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.

"სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავრობის 1-ელ ივნისს გაჟღერებული გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობის გამრიცხველიანება მოხდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში კვლავ უფასო იქნება, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და მათ ვინც ამ ლიმიტს გადააჭარბებს, დენის ტარიფის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის მხოლოდ 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის საფასურის გადახდისგან სრულად იყო განთავისუფლებული.

მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით ₾1.5-ს იხდის - მდინარაძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE