მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში გამრიცხველიანება დაიწყება - მამუკა მდინარაძე
მესტიაში გამრიცხველიანება დაიწყება - მამუკა მდინარაძე

მესტიაში გამრიცხველიანება დაიწყება - მამუკა მდინარაძე

BM.GE1 ივნისი, 2026, 14:20|bm.ge

მესტიის მუნიციპალიტეტში კრიპტომაინინგის (ციფრული ვალუტის მოპოვების) პრობლემის აღმოსაფხვრელად მასშტაბური გამრიცხველიანება დაიწყება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 1-ელ ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი უარესდება და ხშირია ავარიული შემთხვევები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს ტურიზმზეც.

მან ბრიფინგზე უკანონო მაინინგით გამოწვეული ზიანის ამსახველი კონკრეტული რიცხვებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ პრობლემა ქვეყნის სხვა მოქალაქეების ჯიბეზეც აისახება.

„უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც ადგილობრივ მოსახლეობის გარდა ნეგატიურად ისახება ტურიზმზეც.

კიდევ უფრო კონკრეტულად, როგორ გამოიხატება უკანონო მაინინგისა და ელექტრომოხმარების პრობლემა რიცხვებში: ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა მაშინ, როდესაც, მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატსაათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, თითოეული აბონენტი ქვეყანაში, ყოველი გადახდის დროს, კონკრეტულად ამ პრობლემის გამო, დამატებით ლარნახევარს იხდის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.

„აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ის მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბითაც თითოეულ სოფელზე თუ დასახლებულ პუნქტზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს.

სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ პროცესს. ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის მხოლოდ 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის საფასურის გადახდისგან სრულად იყო განთავისუფლებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Nvidia-მ ახალი კომპიუტერული ჩიპი RTX Spark-ი წარადგინა

Nvidia-მ ახალი კომპიუტერული ჩიპი RTX Spark-ი წარადგინა

BM.GE

„ძალიან მადლობელი ვარ, სწორი და დროულია“ - მესტიის მერი გამრიცხველიანებას მიესალმება

„ძალიან მადლობელი ვარ, სწორი და დროულია“ - მესტიის მერი გამრიცხველიანებას მიესალმება

BM.GE

თბილისში ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 257,920 მ²-ზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 257,920 მ²-ზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება

BM.GE

ჩინეთის საწარმოო ინდექსი კრიტიკულ ზღვარზეა

ჩინეთის საწარმოო ინდექსი კრიტიკულ ზღვარზეა

BM.GE