მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. [მესტიაში მაინინგზე] ვიქტორ ჯაფარიძესაც ვესაუბრეთ და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - კობახიძე
[მესტიაში მაინინგზე] ვიქტორ ჯაფარიძესაც ვესაუბრეთ და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - კობახიძე

[მესტიაში მაინინგზე] ვიქტორ ჯაფარიძესაც ვესაუბრეთ და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - კობახიძე

BM.GE4 ივნისი, 2026, 16:36|bm.ge

ირაკლი კობახიძე მესტიაში უკანონო მაინინგთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პირად „ხალხის ძალის“ წევრის ვიქტორ ჯაფარიძის დასახელებას ჭორს უწოდებს. პრემიერი აცხადებს, რომ მაღალმთიან მხარეში აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მთავრობის წარმომადგენლებმა სხვა დეპუტატებთან ერთად ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ისაუბრეს და პრობლემასთან ბრძოლის რთული გადაწყვეტილება ერთად მიიღეს.

„ჭორებით საუბარი არასწორია. ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და მასთან დაკავშირებით ბატონ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთადაც გვქონდა საუბარი და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადამჭრელი ზომები უნდა მიგვეღო, რომელიც შეიძლება სირთულეებთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ უნდა მიგვეღო ზომები“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა განმარტა, რომ ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბარი იმიტომ ჰქონდათ, რომ ის პარლამენტის წევრია, რომელიც მესტიის მკვიდრია.

„ჭორები შეიძლება თქვენთვის დაიტოვოთ, მაგრამ ჩვენ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, სვანეთის წარმომადგენელ სხვა დეპუტატებთან ერთად გვქონდა საუბარი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მიგვეღო გადამჭრელი ზომები მაინინგის წინააღმდეგ მესტიის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მესტიაში უკანონო მაინინგთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მაინერების ამოღების და შემდეგ გამრიცხველიანების გზით.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობის გამრიცხველიანება მოხდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში კვლავ უფასო იქნება, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და მათ ვინც ამ ლიმიტს გადააჭარბებს, დენის ტარიფის გადახდა მოუწევთ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის გამრიცხველიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებენ.

გამანაწილებელ კომპანიაში კი bm.ge-ს უთხრეს, რომ "2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15 -მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში კი მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 -მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE