მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში, პირველ ეტაპზე საბალანსო მრიცხველები დამონტაჟდება - დავით ნარმანია
მესტიაში, პირველ ეტაპზე საბალანსო მრიცხველები დამონტაჟდება - დავით ნარმანია

მესტიაში, პირველ ეტაპზე საბალანსო მრიცხველები დამონტაჟდება - დავით ნარმანია

BM.GE22 ივნისი, 2026, 17:51|bm.ge

მესტიაში ელ.ენერგიის მოხმარების გაკონტროლებისთვის კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" საბალანსო მრიცხველებს დაამონტაჟებს. ამის შესახებ BMG-სთან სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, საბალანსო მრიცხველებით გაკონტროლდება, რამდენს მოიხმარს ესა თუ ის სოფელი და ხომ არ აქვს ადგილი არალოგიკურ მოხმარებას.

სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის დაწესება არ იგეგმება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ამზადებს მესტიის გამრიცხველიანების გეგმას, რომლის პირველი ეტაპიც გულისხმობს საბალანსო მრიცხველების დაყენებას ქვესადგურებთან, სატრანსფორმატორო პუნქტებთან მიმართულებების მიხედვით. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უნდა იქნეს შესრულებული და უზრუნველყოფილი. სხვა დანარჩენ ტექნიკურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად გახდება მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი.

ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ სწორედ საბალანსო მრიცხველებით უნდა დაიწყოს პროცესი, ვინაიდან საბალანსო მრიცხველები პირველ რიგში გამოაჩენს იმას, თუ სად რამდენია მოხმარება და ხომ არ არის ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ან ნორმალურ ბიზნესპირობებზე უფრო მაღალი მოთხოვნა. თუ მაღალი მოხმარება დაფიქსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, შესაძლოა, უკანონო კრიპტოვალუტის წარმოებას ჰქონდეს ადგილი და მერე უკვე უფრო წერტილოვნად გაგრძელდება შესაბამისი შემოწმებები.

საბალანსო მრიცხველი გულისხმობს გამომავალ ხაზზე მრიცხველის დაყენებას ამა თუ იმ სოფლისთვის, ამა თუ იმ მიმართულებით — რამდენს მოიხმარს სოფელი, რამდენს მოიხმარს მიმართულება კონკრეტულად ტრანსფორმატორიდან და ა.შ. მერე უკვე ამ ყველაფრის გაყოფა მოხდება საშუალოდ მოსახლეობის რაოდენობაზე, თუ კომერციული ობიექტებია — საშუალოდ კომერციული ობიექტი რამდენს მოიხმარს და ა.შ. ამით გამოვლინდება ე.წ ალოგიკური მოხმარება, ანუ იქ, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კრიპტომაინინგს.

მოსახლეობას გადასახდელი ამ ეტაპზე არაფერი ექნება, არც მრიცხველის დაყენების საფასური და შესაბამისად მათ არავინ სთხოვს ელექტროენერგიის გადასახდელის გადახდას. საბალანსო მრიცხველების დაყენება გულისხმობს აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და არა ფინანსურ ნაწილს”, - აცხადებს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, მესტიაში საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში 330 ე.წ კრიპტომაინერი ამოიღეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

BM.GE

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

BM.GE

Ubisoft-ის თანადამფუძნებელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

Ubisoft-ის თანადამფუძნებელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

BM.GE

TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება

TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება

BM.GE