მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში ქორწინების სახლის აშენება იგეგმება|ფოტოები
მესტიაში ქორწინების სახლის აშენება იგეგმება|ფოტოები

მესტიაში ქორწინების სახლის აშენება იგეგმება|ფოტოები

BM.GE9 ივლისი, 2026, 16:38|bm.ge

მესტიის მუნიციპალიტეტში, უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, პროექტის დაწყებას საფუძველი, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.

"მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.

პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.

ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.

პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ქორწინების სახლი მესტიაში, ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - იტყობინება იუსტიციის სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლს გამოცხადებული აქვს კონკურსი მესტიის ქორწინების სახლის სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 406 779 ლარია. წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

რენდერების მიხედვით, მესტიის ქორწინების სახლი ასეთი იქნება:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვესიმედი
  • ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვესფორმულა
  • ნიკა გილაურს წილები და ქონება დაუყადაღეს, სახლი იძულების წესით გაუყიდეს – რადიო თავისუფლებანეტგაზეთი
  • რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან ექს-პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგტვ პირველი
სახლი →

მსგავსი სტატიები

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

BM.GE