ორიგინალი
მესტიაში წელს ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება
BM.GE·13:06

მესტიაში წელს ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება

27 ნოემბერი, 2026 · 13:06

მაინერების ამოღების მიუხედავად, მესტიაში წელს ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება. ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ "ენერგოპრო ჯორჯიაში" განუცხადეს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის მოხმარებაზე სრული ინფორმაცია მოგვიანებით ექნებათ.

კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით მიხედვით, წელს 10 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ 100 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბა.

მესტიის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიის მოხმარება:

• 2020 წელი - 91,117,245 კვტ.სთ; • 2021 წელი - 101,568,155 კვტ.სთ; • 2022 წელი - 121,956,445 კვტ.სთ; • 2023 წელი - 120,275,154 კვტ.სთ; • 2024 წელი - 124,692,913 კვტ.სთ; • 2025 წელი - 132,991,906 კვტ.სთ; • 2026 წელი (10 თვე) - 100 274,930 კვტ.სთ;

რაც შეეხება საბალანსო მრიცხველების მონტაჟს, "ენერგოპრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ჯამში 107 საბალანსო მრიცხველი დამონტაჟდება.

"საბალანსო მრიცხველების მონტაჟი კვლავ გრძელდება, დარჩა ხუთი მრიცხველის მონტაჟი. როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამ ხუთ მრიცხველსაც დავამონტაჟებთ. საერთო ჯამში 100-ზე მეტი მრიცხველი უნდა იყოს. ამ ხუთი მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ, დაახლოებით, 107 მრიცხველი გამოვა", - აცხადებენ კომპანიაში.

მესტიის გამრიცხველიანების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის პირველ ივნისს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონში კრიპტომაინინგთან ბრძოლის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებს შორის კოორდინაციის საკითხებში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძე განცხადებით, მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად მასშტაბური გამრიცხველიანების პროცესი დაიწყებოდა. მისივე თქმით, სვანეთში არსებული ვითარება მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა აღარ არის და ფინანსურ ტვირთად აწვება ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასაც. მისივე ინფორმაციით, უკანონო კრიპტომაინინგის გამო წარმოქმნილი ჭარბი მოხმარების დასაფარად საქართველოს თითოეული აბონენტი ელექტროენერგიის გადასახადში ყოველთვიურად საშუალოდ დამატებით 1.5 ლარს იხდის.

7 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 22%-ით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არაა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მესტიაში წელს ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი კლება არ ფიქსირდება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·13:25

40-მდე ბრენდი, 80-მდე ავტომობილის ტესტდრაივი - როგორი იყო SOLO AUTO FAIR 2026

40-მდე ბრენდი, 80-მდე ავტომობილის ტესტდრაივი - როგორი იყო SOLO AUTO FAIR 2026
BM.GE·13:15

სამინისტროს განცხადებით, კომპანიები მშრალ ღვინოს იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატით ატკბობენ

სამინისტროს განცხადებით, კომპანიები მშრალ ღვინოს იმპორტირებული ყურძნის კონცენტრატით ატკბობენ
BM.GE·12:48

მთავრობამ ახალი გადასახადი ტომრების იმპორტზეც დააწესა

მთავრობამ ახალი გადასახადი ტომრების იმპორტზეც დააწესა
BM.GE·12:38

ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე დაწესებული გადასახადის დადგენილება სრულად

ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე დაწესებული გადასახადის დადგენილება სრულად
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.