ორიგინალი
ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე დაწესებული გადასახადის დადგენილება სრულად
BM.GE·12:38

ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე დაწესებული გადასახადის დადგენილება სრულად

27 ნოემბერი, 2026 · 12:38

16 ნოემბრიდან ამოქმედებულმა დადგენილებამ საქართველოს ავტომობილების რეექსპორტის ბაზარზე უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ავტოდილერებს თითოეული ავტომობილის გაფორმებისას 450 ლარის საფასურის გადახდა უწევთ შემოსავლების სამსახურში, მაშინ როდესაც აქამდე აღნიშნული უწყების სერვისისთვის თანხის გადახდა განსაზღვრული არ იყო და რეექსპორტის პროცედურისთვის დილერები თანხას მხოლოდ შს მომსახურების სააგენტოში იხდიდნენ. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის ტრანზიტს და რეექსპორტსაც.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 2026 წლის 16 ნოემბრიდან ამოქმედდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც:

• სეს ესნ-ის 2402 10 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარილის, 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარეტისა და 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული საქონლის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით; • სეს ესნ-ის 2403 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოსა და 2401 სასაქონლო პოზიციაში და 2403 19 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული თუთუნის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 კილოგრამზე 0.3 ლარის ოდენობით; • სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა) გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით; • კონტეინერით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან ბორნით შემოტანილი, ტრანზიტისთვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებული სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში რეგისტრაციაზე დაწესებულ იქნა განსხვავებული მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 500 ლარის ოდენობით; • საქართველოში არარეგისტრირებული, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელების მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით.

მითითებული მომსახურების საფასურები გადახდილ უნდა იქნეს:

• თამბაქოს ნაწარმი შემთხვევაში – არა უგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა; • მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში – შესაბამისი მომსახურების გაწევამდე; • შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე – მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ – შემოსავლების სამსახური, ს/ნ 204525585 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707017021.

თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში დადგენილი საფასური არ მოქმედებს შემდეგ შემთხვევებში:

• როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ან/და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით. • თუ საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილია 2026 წლის 16 ნოემბრამდე,"- წერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე დაწესებული გადასახადის დადგენილება სრულად

თემა: სრულად

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ფრონტნიუსი·22:21
    მიხეილ სააკაშვილი - გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე
  • ინტერპრესნიუსი·21:47
    გრიგოლ გეგელია - მოსკოვში ქართული დროშის ფრიალი არის სრული ნონსენსი, მაგრამ თბილისში ფრიალებს რუსული დროშა კობახიძის სახით
  • რადიო თავისუფლება·21:46
    ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა
  • ამბები.ge·21:09
    “ხვდებით რა შარში ვართ? გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით“ - მიხეილ სააკაშვილი
სრულად

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·12:13

მთავრობის დადგენილება ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის დაწესებაზე სრულად

მთავრობის დადგენილება ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის დაწესებაზე სრულად
BM.GE·12:10

UEFA ბათუმში გამართულ მატჩისას მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნის

UEFA ბათუმში გამართულ მატჩისას მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნის
BM.GE·11:44

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა | TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლება
BM.GE·11:38

9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა

9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.