მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Meta-მ ChatGPT-სა და Claude-ის კონკურენტი ახალი მოდელები წარადგინა
Meta-მ ChatGPT-სა და Claude-ის კონკურენტი ახალი მოდელები წარადგინა

Meta-მ ChatGPT-სა და Claude-ის კონკურენტი ახალი მოდელები წარადგინა

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 04:51|bm.ge

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ ხელოვნური ინტელექტის ორი უახლესი მოდელი, Muse Wonder-ი და Muse Wonder Full-ი წარადგინა.

როგორც ირკვევა, კომპანია ამ ნაბიჯით OpenAI-სთან, Anthropic-თან და Google-თან პირდაპირ კონკურენციაში შესვლას გეგმავს.

შემქმნელების შეფასებით, ეს სისტემები პერსონალური და პროფესიული აგენტებისთვის შექმნილი ყველაზე მძლავრი მოდელებია. ახალ ალგორითმებს გრძელვადიანი დავალებების შესრულება, კომპიუტერის მართვა და პროგრამირების კომპლექსური პროექტების დამოუკიდებლად განხორციელება შეუძლია. ამას გარდა, სისტემას აქვს უნარი, ამოცანები შედარებით მცირე აგენტებს გადააბაროს და აღასრულოს.

როგორც ირკვევა, ახალ მოდელებს იურიდიულ, ფინანსურ და ჯანდაცვის სფეროებში სპეციალიზებული ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობაც აქვს. მოდელები აერთიანებს Active Memory-ის ფუნქციას, რომელიც სისტემას საშუალებას აძლევს, მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ჩათში დაიმახსოვროს და საჭიროებისამებრ გამოიყენოს.

ამასთან, ტექნოლოგია ეყრდნობა Active Focus-ის მექანიზმს, რათა აგენტმა დაბრკოლებებისას ალტერნატიული გზები მოიძიოს და ახალ მონაცემებთან ადაპტაცია შეძლოს. Meta-ს განმარტებით, ამ შესაძლებლობებით მომხმარებელს საიჯარო ხელშეკრულების გაანალიზება, სადაზღვევო მოთხოვნის მართვა, ფინანსური ანალიზი და აპლიკაციის აგება შეუძლია.

რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, დეველოპერებს Muse Wonder-ზე წვდომა Meta Model API-სა და საპროგრამო ხელსაწყო Muse Code-ის მეშვეობით უკვე შეუძლიათ. უფრო მძლავრი Muse Wonder Full-ი კი ხელმისაწვდომი გახდა Muse Code-ის ფასიანი პაკეტის მომხმარებლებისთვის, სადაც ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი $50-დან იწყება.

მოგვიანებით Muse Wonder-ს კომპანია საკუთარ პერსონალურ ასისტენტ Muse-შიც გააერთიანებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ გაკოტრდა Character.AI?

რატომ გაკოტრდა Character.AI?

BM.GE

Microsoft-მა NVIDIA-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ჩიპი შექმნა

Microsoft-მა NVIDIA-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი ჩიპი შექმნა

BM.GE

AI-ის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა 2100 წლისთვის კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს - ახალი კვლევა

AI-ის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა 2100 წლისთვის კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს - ახალი კვლევა

BM.GE

Goldman Sachs-მა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

Goldman Sachs-მა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE