მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მეტი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს - სად შეიძლება გაიყიდოს ქართული პროტეინ ბარი?
„მეტი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს - სად შეიძლება გაიყიდოს ქართული პროტეინ ბარი?

„მეტი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს - სად შეიძლება გაიყიდოს ქართული პროტეინ ბარი?

BM.GE29 ივნისი, 2026, 11:10|bm.ge

პირველი ქართული პროტეინის ბარი „მეტი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თათული ოქრიაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას უკვე აქვს მიმდინარე მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით და საერთაშორისო მიმართულებით ინტერესიც მზარდია.

"მოლაპარაკებები უკვე გვაქვს საუდის არაბეთში ექსპორტთან დაკავშირებით. ზოგადად ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავს და ყველაზე მეტად უცხოელი მომხმარებლისგან მოგვდის უკუკავშირი, რომ ასეთი გემრიელი პროტეინ ბარი არსად გაუსინჯავთ, რაც ჩვენთვის დიდი იმედია, რომ ევროპაშიც დიდ გამოხმაურებას იპოვის ჩვენი პროდუქტი.

ჩვენი პროტეინ ბარი სამ რაღაცას აერთიანებს - გემოვნურ თვისებებს, მაღალ ცილოვნობას და სიჯანსაღეს. ეს კომბინაცია საკმაოდ იშვიათია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც და სწორედ ამით ვცდილობთ დავპოზიციონირდეთ და კონკურენცია გავუწიოთ სხვა ბრენდებს", - განაცხადა მან.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პოზიციონირება მათ პროდუქციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე დამატებით კონკურენტულ უპირატესობას მისცემს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა

BM.GE

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

BM.GE

მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ მცირდება

მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ მცირდება

BM.GE

თავდაცვის შემდეგ, მთავრობამ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შესყიდვაზე შეზღუდვა შსს-სა და სუს-საც მოუხსნა

თავდაცვის შემდეგ, მთავრობამ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შესყიდვაზე შეზღუდვა შსს-სა და სუს-საც მოუხსნა

BM.GE