
მეტი შესაძლებლობა ავტომობილის შესაძენად: "ევროკრედიტის" ციფრული ავტოსესხის ლიმიტი გაორმაგდა
სასურველი ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტმა", მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ციფრულ ავტოსესხზე ლიმიტი გააორმაგა. თუ აქამდე მაქსიმალური თანხა 10 000 ლარს შეადგენდა, ახლა უკვე 20 000 ლარამდე დაფინანსების მიღებაა შესაძლებელი.
განახლებული პირობები სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვისაც ავტომობილის შეძენა ზედმეტი ბიუროკრატიის, დროის კარგვისა და რთული პროცედურების გარეშე სურს.
"ევროკრედიტის" ციფრული ავტოსესხი ბაზარზე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი უპირატესობით გამოირჩევა:
• ავტომობილი რჩება თქვენს საკუთრებაში: სესხით სარგებლობის მიუხედავად, შეძენილი მანქანა მესაკუთრის სახელზე რეგისტრირდება; • შემოსავლების დადასტურების გარეშე: დაფინანსების მისაღებად აღარ არის საჭირო ხელფასის ცნობებისა თუ რთული ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა; • ნებისმიერი საკრედიტო ისტორია: სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე პირისთვის, რაც მას ყველასთვის ღია პროდუქტად აქცევს; • სრულად ციფრული და სწრაფი პროცესი: განაცხადის შევსება და დამტკიცება ხდება “ევროკრედიტის” ვებგვერდზე, უმოკლეს დროში და სახლიდან გაუსვლელად.
"ევროკრედიტი" საერთაშორისო ჰოლდინგ Zuk Group-ის წევრი გახლავთ, რომელიც საქართველოს გარდა, წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ახორციელებს. სწორედ ეს გლობალური ცოდნა და მრავალწლიანი ექსპერტიზა აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ინოვაციური და მოქნილი ფინანსური გადაწყვეტები დანერგოს.
ორგანიზაციის მთავარი მისია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, სწრაფი და ყოველგვარი ბარიერებისგან თავისუფალი ფინანსური სერვისების მიწოდებაა.
"ევროკრედიტი" წარმატებით აერთიანებს მოწინავე ციფრულ ტექნოლოგიებსა და მყარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურას. ციფრული არხების გაძლიერებასთან ერთად, კომპანია დღეს საქართველოს 22 დიდ ქალაქში 31 ფილიალითაა წარმოდგენილი.
BM.GE
წყარო: bm.ge