მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ციფრული ლარი საერთაშორისო გადარიცხვებს დააჩქარებს და დანაზოგის შესაძლებლობას გაზრდის - Bybit-ის დირექტორი
ციფრული ლარი საერთაშორისო გადარიცხვებს დააჩქარებს და დანაზოგის შესაძლებლობას გაზრდის - Bybit-ის დირექტორი

ციფრული ლარი საერთაშორისო გადარიცხვებს დააჩქარებს და დანაზოგის შესაძლებლობას გაზრდის - Bybit-ის დირექტორი

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 17:41|bm.ge

Bybit-ის დირექტორის შოთა ლომთაძის შეფასებით, ციფრული ლარის შემოღება ფინანსურ ეკოსისტემას გააუმჯობესებს, საერთაშორისო ანგარიშსწორებას დააჩქარებს და დანაზოგის შესაძლებლობას გაზრდის. ამის შესახებ მან თბილისის ფინანსური სამიტის დასრულების შემდეგ, BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა.

შოთა ლომთაძის თქმით, ციფრული ლარის შემოღება, პირველ რიგში, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, თუმცა მას საერთაშორისო კომპანიებისთვისაც შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა.

„მე ვფიქრობ, რომ ციფრული ლარის შემოღება ალბათ უფრო ეროვნული საკითხია, მაგრამ ძალიან გააუმჯობესებს ეკოსისტემას, იმიტომ, რომ, ჩვენი აზრით, საერთაშორისო კომპანიებს დღესდღეობით ჩამოყალიბებული აქვთ აზრი, რომ ციფრული აქტივი, ანუ ციფრული ლარი ამ შემთხვევაში, ციფრული ვალუტა, ძალიან მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო ანგარიშსწორებას. გადარიცხვები გაცილებით სწრაფად ხდება, არ ხარ დამოკიდებული მარტო SWIFT-ზე და შესაბამისად, ძალიან კარგი ურთიერთჩათვლა ხდება, რაც ამცირებს ხარჯებს. უფრო სწორად, ხელს უწყობს დანაზოგს და აჩქარებს გადარიცხვის სიჩქარეს“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.

Bybit-ის დირექტორმა ასევე ისაუბრა თბილისის ფინანსურ სამიტზე, რომელშიც კომპანია მეორე წელია მონაწილეობს. მისი თქმით, წელს ღონისძიებაში დელეგატების რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, რაც საქართველოს მიმართ საერთაშორისო კომპანიების ნდობის ზრდაზე მიუთითებს.

ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მიმდინარე თვეში დაჩქარებული წესით მიიღო.

ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ციფრული ფულის ცნების დამკვიდრებასა და ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების დაზუსტებას ითვალისწინებდა. ახალი რეგულაციით, მხოლოდ ეროვნულ ბანკს ექნება უფლება, დაამზადოს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში გაუშვას ლარის ბანკნოტები, მონეტები და მათი ციფრული ვერსია.

ამასთან, მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ციფრული ლარი ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით. ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს როგორც ნაღდი, ისე ციფრული ფულის მარაგს და განსაზღვრავს მისი ემისიის გეგმას. კანონმდებლობით, ციფრული ლარის გამოშვება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად აკრძალულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Apple-მა OLED ეკრანით აღჭურვილი წყალგამძლე iPad Mini წარადგინა

Apple-მა OLED ეკრანით აღჭურვილი წყალგამძლე iPad Mini წარადგინა

BM.GE

სახელმწიფო კლინიკები სათანადოდ არ კონტროლდება, სამედიცინო ჰოლდინგს კი ერთიანი სტრატეგია არ აქვს - აუდიტი

სახელმწიფო კლინიკები სათანადოდ არ კონტროლდება, სამედიცინო ჰოლდინგს კი ერთიანი სტრატეგია არ აქვს - აუდიტი

BM.GE

საქართველოს ქულა კანონის უზენაესობის ინდექსში გაუარესდა - WJP

საქართველოს ქულა კანონის უზენაესობის ინდექსში გაუარესდა - WJP

BM.GE

DGFI 2026 – ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია Wolt-ის პარტნიორობით

DGFI 2026 – ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია Wolt-ის პარტნიორობით

BM.GE