მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ქულა კანონის უზენაესობის ინდექსში გაუარესდა - WJP
საქართველოს ქულა კანონის უზენაესობის ინდექსში გაუარესდა - WJP

საქართველოს ქულა კანონის უზენაესობის ინდექსში გაუარესდა - WJP

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 17:50|bm.ge

საქართველო კანონის უზენაესობის 2026 წლის ინდექსში 143 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. საერთაშორისო ორგანიზაცია World Justice Project-ის (WJP) მონაცემებით, ქვეყნის საერთო მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 0.57 შეადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში, გლობალური ტენდენციის მსგავსად, გაუარესებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებისა და სამოქალაქო მონაწილეობის მაჩვენებლები.

WJP-ის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინდექსის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 15 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილს იკავებს. ამასთან, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე 44 ქვეყანას შორის საქართველოს მე-8 პოზიცია უკავია.

ინდექსი კანონის უზენაესობას რამდენიმე მიმართულებით აფასებს, მათ შორის მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვას, კორუფციის არარსებობას, მთავრობის ღიაობას, ძირითად უფლებებს, მარეგულირებელი მოთხოვნების აღსრულებასა და მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას.

საქართველოს ყველაზე მაღალი პოზიციები კორუფციის არარსებობისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებებით აქვს, სადაც გლობალურ რეიტინგში, შესაბამისად, 44-ე და 59-ე ადგილებს იკავებს. მარეგულირებელი მოთხოვნების აღსრულების მიმართულებით საქართველო 50-ე ადგილზეა, მთავრობის ღიაობის მაჩვენებლით კი 48-ე ადგილს იკავებს.

შედარებით დაბალი პოზიციები აქვს მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვისა და სამოქალაქო მართლმსაჯულების მიმართულებებით. ამ კომპონენტებში საქართველო, შესაბამისად, 143 ქვეყნიდან 91-ე და 82-ე ადგილებზეა. ძირითადი უფლებების მიმართულებით ქვეყანა 67-ე პოზიციას იკავებს.

WJP-ის შეფასებით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, გაუარესებულია სამოქალაქო თავისუფლებებთან დაკავშირებული მაჩვენებლები. ორგანიზაციის მონაცემებით, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების მაჩვენებელი 2026 წელს შეფასებული ქვეყნების 64%-ში გაუარესდა, მათ შორის საქართველოში. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მაჩვენებელი 67%-ში, ხოლო სამოქალაქო მონაწილეობის მაჩვენებელი 65%-ში შემცირდა.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ინსტიტუტებზე ზეწოლისა და ჩარევის პრობლემაზე. მისი შეფასებით, ქვეყნების 63%-ში გაუარესდა სასამართლო ხელისუფლების შესაძლებლობა, შეზღუდოს მთავრობის უფლებამოსილებები. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც შედის.

სამოქალაქო მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს მაჩვენებლები გაუმჯობესებული არ არის იმ ორ კომპონენტში, რომლებიც სასამართლოზე ხელმისაწვდომობასა და ფინანსურ შესაძლებლობას, ასევე სამოქალაქო მართლმსაჯულებაში დისკრიმინაციის არარსებობას აფასებს. WJP-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებლები გლობალურად ქვეყნების 54%-სა და 52%-ში გაუმჯობესდა.

გლობალური სურათის შეფასებისას WJP აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის გაუარესების ტენდენცია კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელს გაუარესების მქონე ქვეყნების წილი წინა წელთან შედარებით შემცირდა, შედეგების გაუარესება კვლავ უფრო მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, ვიდრე გაუმჯობესება. ორგანიზაციის მიხედვით, ქვეყნების 86%-ზე მეტს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სულ მცირე ერთი მიმართულებით მაინც ჰქონდა ავტორიტარული მმართველობისგან დაცვის მექანიზმების მდგრადი გაუარესება.

2026 წლის ინდექსში პირველ ადგილს დანია იკავებს, მას მოსდევენ ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ლუქსემბურგი. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვენესუელას აქვს, რომელსაც ავღანეთი, ჰაიტი, კამბოჯა და ნიკარაგუა მოსდევენ.

WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსი 2009 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. შეფასება ეფუძნება 143 ქვეყანაში ჩატარებულ 215 000-ზე მეტ შინამეურნეობის გამოკითხვასა და 3 400-ზე მეტ იურისტისა და ექსპერტის გამოკითხვას. ორგანიზაციის განმარტებით, კვლევა აფასებს, როგორ მოქმედებს კანონის უზენაესობა პრაქტიკაში და როგორ აღიქვამენ მას მოქალაქეები და დარგის სპეციალისტები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - მამუკა ფიფია

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - მამუკა ფიფია

BM.GE

არჩევნების გამო, ბრაზილიის საფონდო ბირჟა 30%-ით დაეცა

არჩევნების გამო, ბრაზილიის საფონდო ბირჟა 30%-ით დაეცა

BM.GE

ციფრული ლარი ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს - დავით კიკვიძე

ციფრული ლარი ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს - დავით კიკვიძე

BM.GE

Apple-მა OLED ეკრანით აღჭურვილი წყალგამძლე iPad Mini წარადგინა

Apple-მა OLED ეკრანით აღჭურვილი წყალგამძლე iPad Mini წარადგინა

BM.GE