
„მეტროპოლი“ ხარისხის საერთაშორისო ჯილდოს - Quality Achievements Award 2026 - ის გამარჯვებულია
დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Quality Achievements Award 2026-ის მფლობელი გახდა.
ჯილდო კომპანიას ბრიუსელში, European Society for Quality Research-ის (ESQR) მიერ ორგანიზებული Quality Achievements Award 2026-ის ფარგლებში გადაეცა. აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად ენიჭებათ კომპანიებს, ორგანიზაციებს, ინსტიტუციებსა და საჯარო ადმინისტრაციებს, რომლებმაც ხარისხის მართვის მიმართულებით გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წლებში Quality Achievements Award-ის მფლობელები ისეთი საერთაშორისო კომპანიები იყვნენ, როგორებიცაა BMW Group და Philips, რომლებიც თავიანთ ინდუსტრიებში ინოვაციებისა და მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით გამოირჩევიან.
„მიღებული საერთაშორისო ჯილდო „მეტროპოლისთვის“ იმ ღირებულებებისა და სტანდარტების მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელთა ჩამოყალიბება და განვითარება კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხარისხი, პროფესიონალიზმი და უწყვეტი განვითარება ის პრინციპებია, რომლებიც „მეტროპოლის“ საქმიანობის ყველა მიმართულებაში აისახება. სწორედ ამ მიდგომით ვქმნით ისეთ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას”- აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე და მმართველი პარტნიორი მამუკა იმედაშვილი.
მისი თქმით, „მეტროპოლის“ სამომავლო საქმიანობაშიც ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა, მაღალი სტანდარტების ერთგულება და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება კომპანიის უცვლელ პრიორიტეტებად დარჩება.
აღსანიშნავია, რომ Quality Achievements Award-ის ცერემონიაზე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ხარისხის მართვის პროფესიონალები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატები. ღონისძიების მიზანი იყო ხარისხის კულტურის პოპულარიზაცია, ლიდერობის აღიარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.