მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Commerzbank-ი UniCredit-თან მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდა
Commerzbank-ი UniCredit-თან მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდა

Commerzbank-ი UniCredit-თან მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდა

BM.GE1 აგვისტო, 2026, 20:00|bm.ge

გერმანული საფინანსო ინდუსტრიის გიგანტის, Commerzbank-ის გენერალურმა დირექტორმა, ბეთინა ორლოპმა იტალიურ UniCredit-თან შესაძლო შერწყმის თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ თანამშრომლებს შიდა ქსელით აცნობა.

როგორც ირკვევა, იტალიური ფინანსური ინსტიტუტი €45 მილიარდის ($51.8 მლრდ.) ღირებულების კორპორაციული გარიგების შეთავაზების ფარგლებში გერმანულ ბანკზე კონტროლის დამყარებისაგან შორს აღარაა.

Commerzbank-ის ხელმძღვანელობა იტალიურ მხარესთან გაერთიანებას აქამდე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. გასულ თვეებში მხარეებს შორის გამართული რამდენიმე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. თავის მხრივ, UniCredit-ის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეა ორჩელმა განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებების წარმართვას ბანკის მენეჯმენტის გვერდის ავლით, უშუალოდ გერმანიის მთავრობასა და დასაქმებულებთან გეგმავდნენ.

ცნობისთვის, იტალიურმა გიგანტმა გერმანულ კონკურენტ ბანკში წილის შეძენა 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამჟამად Commerzbank-ის აქციების თითქმის 48%-ს ფლობს. Unicredit-ის გაცხადებული სურვილია, რომ მას გერმანული ფინანსური ინსტიტუტის სრულად შესყიდვა სურს, თუმცა გარიგების პროცესი უკვე რამდენიმე თვეა გაჭიანურებულია.

ცნობისთვის, UniCredit-ი და Commerzbank-ი იტალიისა და გერმანიის სიდიდით მეორე საბანკო ინსტიტუტები არიან. ევროპელი კანონმდებლები მსხვილი ევროპული ბანკების შერწყმას მხარს უჭერენ, რადგან, მათი შეფასებით, ეს ამერიკულ გიგანტებთან კონკურენციას უკეთ შესაძლებელს გახდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

BM.GE

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

BM.GE

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

BM.GE

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

BM.GE