მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელშიც საქართველოც შედის, მუდმივს ხდის
აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელშიც საქართველოც შედის, მუდმივს ხდის

აშშ სავიზო დეპოზიტის პროგრამას, რომელშიც საქართველოც შედის, მუდმივს ხდის

BM.GE1 აგვისტო, 2026, 19:34|bm.ge

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივს ხდის სავიზო დეპოზიტის (visa bond) პროგრამას, რომლის მიხედვითაც 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მოთხოვნისას შესაძლოა, 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა დაეკისროთ. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს გამოქვეყნებულ ფედერალურ შეტყობინებაში. საუბარია ტურისტულ/ბიზნეს (B1/B2) ვიზებზე.

აღსანიშნავია, რომ Visa Bond-ის პროგრამა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის აგვისტოში აამოქმედა, ხოლო საქართველო პროგრამაში 2026 წლის 2 აპრილს ჩართო. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, საპილოტე პროგრამის მოქმედების ვადად 2026 წლის 5 აგვისტო იყო განსაზღვრული. პროგრამის ფარგლებში საკონსულო ოფიცერს შეუძლია კონკრეტულ განმცხადებელს მოსთხოვოს სავიზო გარანტიის (visa bond) წარდგენა. ამასთან, ახალი ტურისტული/ბიზნეს ვიზები გაიცემა მხოლოდ ერთჯერადი შესვლისთვის, 3-თვიანი ვალიდობით, ხოლო აშშ-ში ყოფნის მაქსიმალური ოფიციალური ვადა 30 დღეა.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში საკონსულო ოფიცრებს შეეძლოთ განმცხადებლებისთვის მოეთხოვათ 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარამდე ოდენობის გადახდა. საბოლოო წესით კი 5 000-დოლარიანი ვარიანტი უქმდება, ხოლო დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 20 000 აშშ დოლარამდე იზრდება. სადეპოზიტო თანხა აპლიკანტს უკან უბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ის ვიზის მიღების შემთხვევაში სრულად დაიცავს სავიზო პირობებს და ქვეყანას დადგენილ ვადებში დატოვებს.

საბოლოო წესი ძალაში 3 აგვისტოს შევა, როდესაც მისი გამოქვეყნება ფედერალურ რეესტრში არის დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ყადაღას არ დაექვემდებარება - კანონპროექტი

BM.GE

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

BM.GE

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - ცინცაძე

BM.GE

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

ტიმურ ტურლოვის Freedom Bank-მა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის მისაღებად მიმართა

BM.GE