მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Microsoft 365-ის გლობალურმა ხარვეზმა Outlook-ის, Teams-ისა და Copilot-ის მუშაობა შეაფერხა
Microsoft 365-ის გლობალურმა ხარვეზმა Outlook-ის, Teams-ისა და Copilot-ის მუშაობა შეაფერხა

Microsoft 365-ის გლობალურმა ხარვეზმა Outlook-ის, Teams-ისა და Copilot-ის მუშაობა შეაფერხა

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 17:40|bm.ge

Microsoft 365-ის გლობალურმა ხარვეზმა Outlook-ის, Teams-ისა და Copilot-ის მუშაობა შეაფერხა.

როგორც ირკვევა, ტექნოლოგიური გიგანტის სერვისებში პრობლემები 12 ნოემბერს დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით კერძო კომპანიების, სკოლების, სასამართლოებისა და სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე იქონია გავლენა.

Microsoft-ის განმარტებით, შეფერხების ძირითადი ნაწილი ელექტრონული ფოსტისა და კალენდრის ღრუბლოვან პლატფორმა Exchange Online-ს უკავშირდება. შედეგად, მომხმარებლებს Outlook-ის საფოსტო ყუთების გახსნა გაუჭირდათ და ელექტრონულ წერილებს დაგვიანებით იღებდნენ. Microsoft-ის ინფორმაციით, Teams-ში კალენდრისა და შეხვედრების დაგეგმვის ფუნქცია შეიზღუდა, თუმცა ძირითადი მიმოწერა და ონლაინშეხვედრები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

The Guardian-ის ცნობით, შეფერხებამ ავსტრალიის სამთავრობო უწყებები, მათ შორის ფედერალური პოლიცია და შიდა დაზვერვის სააგენტო ASIO დააზარალა. ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტონი ბერკმა განაცხადა, რომ ინციდენტი არა კიბერშეტევას, არამედ პროგრამულ განახლებას უკავშირდება. Microsoft-შიც დაადასტურეს, რომ სისტემაში მავნე აქტივობის ნიშნები არ ფიქსირდება და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ გამომწვევი მიზეზების შესახებ სპეციალურ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.

აღდგენითი სამუშაოები 13 ნოემბერსაც გაგრძელდა, რადგან სერვისების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად უკვე განხორციელებულმა ცვლილებებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო. ტრაფიკის დაბრუნების შემდეგ სერვერების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა, ხოლო მარშრუტიზაციის სერვისებსა და ძირითად სერვერებს შორის გაზრდილმა ნაკადმა პროცესი კიდევ უფრო გაართულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

BM.GE