მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Microsoft-მა და OpenAI-მ ექსკლუზიური თანამშრომლობა შეწყვიტეს
Microsoft-მა და OpenAI-მ ექსკლუზიური თანამშრომლობა შეწყვიტეს

Microsoft-მა და OpenAI-მ ექსკლუზიური თანამშრომლობა შეწყვიტეს

BM.GE30 აპრილი, 2026, 03:20|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, Microsoft-მა და ხელოვნური ინტელექტის წამყვანმა სტარტაპმა OpenAI-მ რამდენიმე წლის წინ დადებულ გარიგებას გადახედეს და ექსკლუზიური შეთანხმება გააუქმეს. როგორც ირკვევა, ცვლილება მხარეებს შორის მზარდი დაძაბულობისა და მარეგულირებლების მხრიდან გაძლიერებული კონტროლის ფონზე განხორციელდა.

ახალი პირობებით Microsoft-ი OpenAI-ის შემოსავლის 20%-ს 2030 წლამდე მიიღებს, თუმცა გასაცემ თანხაზე კონკრეტული ლიმიტი დაწესდება. Microsoft-ი კვლავ დარჩება სტარტაპის მთავარ პარტნიორად და მის ინტელექტუალურ საკუთრებაზე წვდომას 2032 წლამდე ინარჩუნებს. სანაცვლოდ, OpenAI დამატებითი გამოთვლითი სიმძლავრეების მოზიდვას და ბაზარზე Anthropic-თან კონკურენციის გაძლიერებას შეძლებს. ამას გარდა, OpenAI აიღებს პასუხისმგებლობას, რომ 2032 წლამდე Microsoft-ის მონაცემთა ცენტრების მიმართულებით, კერძოდ Azure-ის სერვისებში $250 მილიარდს დახარჯავს.

ამ გადაწყვეტილებით OpenAI-ს შესაძლებლობა მიეცემა, საკუთარი ტექნოლოგიები Amazon-ისა და Google-ის პლატფორმებზეც განათავსოს. ცნობისთვის, აქამდე ChatGPT-ის მოდელების რეალიზაციის უფლება მხოლოდ Microsoft-ს ჰქონდა. Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯასიმ უკვე დაადასტურა, რომ უახლოეს კვირებში OpenAI-ის მოდელები Amazon Web Services-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწდომი გახდება. Barclays-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი Microsoft-ს კაპიტალის გამოთავისუფლებასა და ქლაუდ-ინფრასტრუქტურის გაფართოებაში დაეხმარება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ექსკლუზიურობის გაუქმება Microsoft-ს ანტიმონოპოლიური გამოძიებების თავიდან აცილებაში შეუწყობს ხელი. როგორც ცნობილია, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მარეგულირებლები სწავლობდნენ, ხომ არ აძლევდა კომპანიას OpenAI-სთან დადებული შეთანხმება სხვა კონკურენტ AI კომპანიებთან უსამართლო უპირატესობას.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა OpenAI-ში 2019 წლიდან $13 მილიარდი ინვესტიცია განახორციელა. ამ თანამშრომლობამ სტარტაპს სფეროს პიონერად ჩამოყალიბებაში შეუწყო ხელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE