მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ
აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ

აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ

რუსთავი 22 ნოემბერი, 2026, 12:33|rustavi2.ge

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ "აგროსერვის ცენტრის" სტაჟიორები, კურსდამთავრებულები და სპეციალისტები ეწვივნენ.

შეხვედრის მიზანს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის, სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი მიმართულებების გაცნობა წარმოადგენდა.

სტუმრებმა წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს და გაეცნენ ცენტრში მიმდინარე კვლევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლის, მცენარეთა ჯანმრთელობის, ხარისხიანი და უვირუსო სარგავი მასალის წარმოებისა და მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების მიმართულებებს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა და ჰიდროპონიკის სათბური, სადაც გაეცნენ კვლევების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს.

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე სტუმრები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას მევენახეობა-მეღვინეობის, ხეხილოვანი კულტურებისა და აგრობიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ვაზისა და ხეხილის გენეტიკური რესურსების შესწავლას, იშვიათი და ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და მათი სამომავლო გამოყენების მნიშვნელობას. სტუმრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე და ამპელოგრაფიული კოლექცია, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება. ასევე გაეცნენ მცენარეთა დაცვის თანამედროვე მიდგომებსა და მრავალწლოვანი კულტურების კვლევის პროცესს.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების, მიმდინარე სამეცნიერო პროექტებისა და კვლევების პრაქტიკული შედეგების შესახებ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ "აგროსერვის ცენტრსა" და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელია გრძელდება. მსგავსი პროფესიული და საგანმანათლებლო შეხვედრები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, დარგში მომავალი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და აგრარული სექტორის სამეცნიერო პოტენციალის უკეთ გაცნობას.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყებაBM.GE
  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2

მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში

მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში

რუსთავი 2

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში დემონსტრანტების დასჯას, სამართალდამცველებზე თავდასხმების პრევენციისთვის კი კანონის გამკაცრებას ითხოვს

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში დემონსტრანტების დასჯას, სამართალდამცველებზე თავდასხმების პრევენციისთვის კი კანონის გამკაცრებას ითხოვს

რუსთავი 2

სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართება

სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართება

რუსთავი 2