მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკელ არტეტამ “არსენალთან” რეკორდული ოდენობის კონტრაქტი გააფორმა
მიკელ არტეტამ “არსენალთან” რეკორდული ოდენობის კონტრაქტი გააფორმა

მიკელ არტეტამ “არსენალთან” რეკორდული ოდენობის კონტრაქტი გააფორმა

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 03:00|bm.ge

მიკელ არტეტა აცხადებს, რომ “არსენალის” წარმატება „მხოლოდ დასაწყისია“ მას შემდეგ, რაც ესპანელმა მწვრთნელმა პრემიერ ლიგის ჩემპიონ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მას გუნდში 2030 წლამდე დატოვებს.BBC Sport-მა ამ თვის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ არტეტასთან გაუმჯობესებული პირობებით ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო.ესპანელ სპეციალისტს მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა. ახალი შეთანხმების შედეგად კი მისი „არსენალში“ მუშაობის პერიოდი შესაძლოა ათ წლამდე გაგრძელდეს, არტეტა ლონდონურ კლუბში 2019 წლის დეკემბერში მივიდა.როგორც ცნობილია, დიეგო სიმეონე წელიწადში 20 მილიონ გირვანქაზე მეტს იღებს, დაახლოებით იგივე ანაზღაურება ჰქონდა პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” მუშაობისას. სწორედ ამ სპეციალისტების ანაზღაურებას ადარებდა არტეტა საკუთარი კონტრაქტის პირობების შეფასებისას.

ახალი ხელშეკრულება არტეტას წლიურ ანაზღაურებას 10 მილიონი გირვანქით გაზრდის, დამატებით კი მას 5 მილიონი გირვანქას ოდენობის ბონუსების მიღება შეეძლება, რაც მის ჯამურ ანაზღაურებას 25 მილიონ გირვანქამდე ზრდის.44 წლის სპეციალისტმა „არსენალს“ უკვე მოაგებინა პრემიერ ლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი. ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ვიცე-ჩემპიონი გახდა, როდესაც “პარის სენ ჟერმენთან” პენალტების სერიაში დამარცხდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა

ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა

BM.GE

50 საუკეთესო ბარი მსოფლიოში - 2026 წლის რეიტინგი

50 საუკეთესო ბარი მსოფლიოში - 2026 წლის რეიტინგი

BM.GE

რა ღირს საწვავი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში?

რა ღირს საწვავი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში?

BM.GE

IOC-მა 2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატებისთვის ვადა დააწესა

IOC-მა 2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატებისთვის ვადა დააწესა

BM.GE