მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხაილო ფედოროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებულ თანამდებობებზე უარი განაცხადა
მიხაილო ფედოროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებულ თანამდებობებზე უარი განაცხადა

მიხაილო ფედოროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებულ თანამდებობებზე უარი განაცხადა

BM.GE24 ივლისი, 2026, 23:56|bm.ge

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ თანამდებობებზე უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, 14 ივლისს თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებული 35 წლის პოლიტიკოსი, მხოლოდ ერთადერთ წინადადებას დათანხმდება - თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას.

ფედოროვის თქმით, ომის მსვლელობის განსაზღვრა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებთან ერთად, მხოლოდ სამ პირს - პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შეუძლიათ, მას კი არ სურს, რომ პროცესებს გარედან ადევნოს თვალყური. მისი განცხადებით, არცერთ სხვა თანამდებობას შესყიდვებში კორუფციასთან ბრძოლის, არმიის ტრანსფორმაციისა და დაწყებული რეფორმების დასრულების უფლებამოსილება არ გააჩნია.

საყურადღებოა, რომ ფედოროვთან არაერთგზის შეხვედრის მიუხედავად, თავად ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შეცვლის განზრახვა არ გამოუხატავს.

ცნობისთვის, ფედოროვის გადაყენებას ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის ფონზეც უკრაინული ჯარების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან 21 ივლისს გადადგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

BM.GE

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

BM.GE

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

BM.GE