
მიხეილ გალუზინი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელს უახლოეს მომავალში შეხვდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრის იმედს გამოთქვამს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„იმედი მაქვს, რომ კი“, - განაცხადა მიხეილ გალუზინმა კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია მსგავსი კონსულტაციების უახლოეს მომავალში გამართვის შესახებ.
მან შეხვედრამდე განსახილველ საკითხებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ზურაბაშვილისა და რუსეთის წარმომადგენლის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გალუზინის პირველი შეხვედრა შესაძლოა უახლოეს პერიოდში შედგეს.
BM.GE
წყარო: bm.ge