მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხეილ ხიდურელმა ტაშკენტში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები წარადგინა
მიხეილ ხიდურელმა ტაშკენტში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები წარადგინა

მიხეილ ხიდურელმა ტაშკენტში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები წარადგინა

BM.GE23 ივნისი, 2026, 19:43|bm.ge

საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხიდურელმა, ტაშკენტში გამართულ ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსის (RAIC-CAC) სადამფუძნებლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ინვესტიციების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარემ ალიანსის წევრებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ინვესტიციების მოზიდვის წარმატებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

"შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ალიანსის დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „ცენტრალური აზიისა და კავკასიის საინვესტიციო საბჭოების რეგიონული ალიანსი: რეგიონული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება”. - წერია სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უზბეკეთიდან პირდაპირი ინვესტიციების ჩადება 2009 წლიდან იწყება და რიცხვები არც ისე დიდია. ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში ჯამში 19 მილიონი დოლარის უზბეკური ინვესტიცია ჩაიდო. ჩვენს ქვეყანაში უზბეკი ბიზნესმენები ძირითადად ვაჭრობით, უძრავი ქონებით და სტუმარმასპინძლობით ინტერესდებიან. 2025 წელს უზბეკური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 220 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 276 ათასი დოლარი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ახალი Air Force One წარადგინა - რა ვიცით საპრეზიდენტო თვითმფრინავზე?

ტრამპმა ახალი Air Force One წარადგინა - რა ვიცით საპრეზიდენტო თვითმფრინავზე?

BM.GE

საფრანგეთში სიცხეს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა - ევროპაში რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება

საფრანგეთში სიცხეს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა - ევროპაში რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება

BM.GE

„კრიპტოაქტივების მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში 30-40%-ით გაიზარდა“ – WhiteBIT

„კრიპტოაქტივების მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში 30-40%-ით გაიზარდა“ – WhiteBIT

BM.GE

24 ივნისის ღონისძიებების ანონსი

24 ივნისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE