მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთში ბანკის შესასყიდად მარეგულირებლისგან თანხმობა მიიღო
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთში ბანკის შესასყიდად მარეგულირებლისგან თანხმობა მიიღო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთში ბანკის შესასყიდად მარეგულირებლისგან თანხმობა მიიღო

BM.GE25 ივნისი, 2026, 12:03|bm.ge

ყაზახური ტექნოლოგიური გიგანტი და ქვეყნის წამყვანი პლატფორმა Kaspi.kz თურქეთის ფინანსურ ბაზარზე პოზიციებს აძლიერებს - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თურქეთის საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოსგან მიიღო თანხმობა თურქული ბანკის, Rabobank A.Ş.-ის შესყიდვაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება, რომელიც სტანდარტული პროცედურების დასრულებაზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ, 2026 წლის ივლისში დაიხურება.

Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ლომთაძემ თურქეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილებას კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა.

„მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ BDDK-ის თანხმობა თურქეთში Rabobank A.Ş.-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თურქეთში ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის. მადლობელი ვართ თურქეთის საბანკო რეგულირების სააგენტოს და შესაბამისი უწყებების მთელი ამ პროცესის განმავლობაში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა ლომთაძემ.

მისივე თქმით, თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ქვეყანაა, რომელსაც დიდი, ციფრულად აქტიური მოსახლეობა და სწრაფად მზარდი ციფრული ეკონომიკა აქვს. ლომთაძემ აღნიშნა, რომ გარიგების დასრულების შემდეგ Kaspi.kz გეგმავს, საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება საგადამხდელო სისტემების, ონლაინ-ვაჭრობისა და ფინტექის მიმართულებით თურქ მომხმარებლებსა და მეწარმეებს გაუზიაროს.

ცნობისთვის, Kaspi.kz ყაზახური კომპანიაა, რომელიც ე.წ. „სუპერ აპლიკაციის“ მოდელით ოპერირებს და ამჟამად ყაზახეთსა და თურქეთში 25 მილიონზე მეტ მომხმარებელსა და 900 ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტს ემსახურება.

ყაზახეთში აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდებს, ელექტრონულ კომერციას, სურსათის ონლაინ-შესყიდვებს, ფინტექ-სერვისებს, მოგზაურობას, განცხადებების დაფებსა და სახელმწიფო სერვისებსაც კი. აქტიური მომხმარებელი თვეში საშუალოდ 77 ტრანზაქციას ასრულებს.

რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, Kaspi.kz აქ აქამდეც ოპერირებდა. კომპანია ფლობს 86.74%-იან წილს თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ში. თურქული ბანკის ყიდვით კი კომპანია ქვეყანაში სრულფასოვან ფინანსურ საქმიანობას დაიწყებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს - გაბიტაშვილი

სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს - გაბიტაშვილი

BM.GE

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 20 პირი დააკავა

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 20 პირი დააკავა

BM.GE

აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში ₾80 მლნ-ის დარღვევებზე 17 ანგარიში/ინფორმაცია გაგზავნა

აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში ₾80 მლნ-ის დარღვევებზე 17 ანგარიში/ინფორმაცია გაგზავნა

BM.GE

დავით სონღულაშვილი აგროპროდუქციის ექსპორტიორებს ექსპორტის გაფართოებაზე ესაუბრა

დავით სონღულაშვილი აგროპროდუქციის ექსპორტიორებს ექსპორტის გაფართოებაზე ესაუბრა

BM.GE