მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხეილ სარჯველაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?
მიხეილ სარჯველაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?

მიხეილ სარჯველაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE10 ივლისი, 2026, 20:21|bm.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, ზურაბ პატარაძესა და ნინო ნიჟარაძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. მათ შორის იყო ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის მშენებლობის საკითხი.

"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელებით შეიქმნება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მძლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, ამასთანავე, გაუმჯობესდება სამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა.

მხარეებმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილების მშენებლობაზეც ისაუბრეს, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება და რეგიონში პედიატრიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და ადგილზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება სამინისტროსთვის პრიორიტეტული საკითხია. მინისტრის განცხადებით, ეს რეგიონში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის, რაც პირდაპირ აისახება პაციენტთა კეთილდღეობაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვა პროგრამებიც, ასევე მათი გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს შორის კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 138 სტატია.

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდაიმედი
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

BM.GE

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

BM.GE

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE