მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკრობანკებისთვის დაგეგმილი ცვლილებები მეტ მოთამაშეს შემოიყვანს ბაზარზე - ილია რევია
მიკრობანკებისთვის დაგეგმილი ცვლილებები მეტ მოთამაშეს შემოიყვანს ბაზარზე - ილია რევია

მიკრობანკებისთვის დაგეგმილი ცვლილებები მეტ მოთამაშეს შემოიყვანს ბაზარზე - ილია რევია

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 23:38|bm.ge

“კრისტალში” აცხადებენ, რომ მიკრობანკებისთვის რეგულაციების შემსუბუქება და საქმიანობის არეალის გაფართოება სექტორში კონკურენციას გაზრდის.

როგორც “კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მიკრობანკებისთვის საკრედიტო პორტფელის კომპოზიციის შერბილება და ლიცენზიის პირობების გამარტივება სექტორში მეტი მოთამაშის შესვლასაც შეუწყობს ხელს.

“რეფორმას, თავისთავად, ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ. არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც ამ რეფორმაში მოიცავს ლიცენზირების პროცესების უფრო გამარტივებულ მიდგომებსაც, რაც ალბათ უფრო მეტ მიკრობანკსაც შემოიყვანს ბაზარზე საბოლოო ჯამში.

[პორტფელის კომპოზიციის ცვლილება] უფრო დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს და ასევე ახალი მოთამაშეების შემოსვლასაც ამ ბაზარზე, იმიტომ რომ 70% ბიზნეს და აგრო პორტფელის შექმნა არ არის მარტივი ამოცანა და ამისთვის სპეციალიზირებული ინსტიტუტი იყო. 50%-მდე ამ ლიმიტის დაწევა ალბათ კონკურენციას გააძლიერებს, რაც ბუნებრივია, მომხმარებლებზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება.

ვიცი, რომ მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ამაზე [მიკრობანკების სექტორში გადასვლა] მსჯელობა მიმდინარეობდა და ალბათ ახლა მით უფრო გაგრძელდება ეს მსჯელობა, რადგანაც ბარიერი შემცირდება მათთვის. რაც შეეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, ამ ეტაპზე ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მაქვს, თუმცა საქართველო თავისთავად არის საინტერესო ამ მიმართულებით საფინანსო სექტორის განვითარების ტემპებით და ტრენდებით”, - განაცხადა ილია რევიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით, მიკრობანკებისთვის რეგულაციები მარტივდება და საქმიანობის არეალი ფართოვდება. მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა შეეძლებათ, ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი კი 1 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ამასთან, სამეწარმეო მიზნებისთვის გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე შემცირდება, ხოლო ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი ორმაგდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

BM.GE

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

BM.GE

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

BM.GE

თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება, აუცილებლად მივალთ უვიზო რეჟიმის შეჩერებამდე - მიშველიძე

თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება, აუცილებლად მივალთ უვიზო რეჟიმის შეჩერებამდე - მიშველიძე

BM.GE